ფეჰუ ითარგმნება, როგორც პირუტყვი. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის სკანდინავიაში პირუტყვი ითვლებოდა უფრო საარსებო მინიმუმად, ვიდრე სიმდიდრის წყაროდ. ბევრად დიდი სიმდიდრე მოჰქონდა ვაჭრობას (თუმცა ექსპორტზე საკვები თითქმის არასოდეს გადიოდა) და ძარცვას.
აღწერა
………………………………………………………….
ფეჰუ (ფეუ) იწყებს ფუტარკს და ეს კარნახობს მის ერთერთ ასპექტს – ახალი დასაწყისის პირველი ეტაპი, ჩასახვა. რუნა ფეუ-ს ხმოვანებაც კი როგორც სუნთქვა, ისე ჟღერს.
მეორე ასპექტი (რიგითობით და არა მნიშვნელობით) მოდის მისი პირველადი მნიშვნელობიდან – პირუტყვიდან. პირუტყვი მცირე რაოდენობით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს საარსებო მინიმუმია – იმისთვის რომ ოჯახი გამოიკვებოს და გადარჩეს. გამომდინარე აქედან ფეჰუ, ეს ადამიანის ყველაზე პრიმიტიული მოთხოვნილებებია – კვება, გადარჩენა, იყოს უფრო დიდი და ძლიერი. დიდი რაოდენობით კი, უკვე სიმდიდრეა, ვაჭრობაც ხომ აქედან წამოვიდა, როდესაც ჭარბი საქონელი იცვლებოდა დეფიციტზე. მიუხედავად ამისა, ეს რუნა პირდაპირი გაგებით ფულს არ ნიშნავს და სხვაობა – ფულის ფლობას და საქონლის ფლობას შორის, ძალიან დიდია. ფეჰუს ასევე უკავშირებენ ვანებს, ნაყოფიერების ღმერთებს.
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
………………………………………………………….
მანტიკაში ფეჰუ შეიძლება ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავდეს; მინიმალური რესურსების მიღებას ახალი საქმის დასაწყებად; ვანებთან კავშირს.
ის ასევე გამოიყენება მაგიაში. ძირითადად იყენებენ რუნულ ფორმულას – გასამმაგებულ ფეჰუს, სადაც აღმასვლის რესურსი საარსებო მინიმუმის ჩარჩოებს სცდება. ფეჰუს გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა სიტუაციაში რაღაც სიახლის შეტანაა საჭირო, ან შეფერხებულ, გაყინულ საქმეს ბიძგი სჭირდება.