ევაზი ითარგმნება, როგორც ცხენი. ჩრდილოურ ტრადიციაში (ისევე, როგორც სხვა ბევრში), ცხენი ასოცირდება ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლასთან, გიდთან, რომელიც სხვა სამყაროებში გადასვლისას მეგზურობას გვიწევს. გავიხსენოთ თუნდაც სლეიპნირი, ოდინის რვაფეხა ცხენი, რომლის მეშვეობითაც ის სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობდა.
აღწერა
…………………………………………………………..
ევაზს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. პირველი – მოძრაობის არსია. ანუ, არა მოგზაურობა ერთი წერტილიდა მეორეში (ეს რაიდოა), არამედ თვითონ მოძრაობა, როგორც ქმედება. მეორე უფრო გლობალურია – ეს არის ადამიანის დამხმარე, ერთგული, რომელსაც ღალატის უნარი არ გააჩნია, რომლის გამოც ადამიანს თავად აქვს დიდი შრომა და ამაგი გაწეული, დიდი რესურსი აქვს ჩადებული და ამ ადამიანის გარეშე მასაც გაუჭირდება ცხოვრება. ერთადერთი ასეთი არსება – ცხოველია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ცხენი. ევაზი იდეალურად ესადაგება შამანური დამხმარე სულის აღწერას (რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცხოველების სახით გვევლინებიან, იგივე ტოტემი).
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
…………………………………………………………..
მანტიკაში ევაზი შეიძლება ნიშნავდეს ან მოძრაობას, ან გარედან მიღებულ უსასყიდლო დახმარებას.
მაგიაში გამოიყენება დახმარების მისაღებათ რაიმე საქმეში, ან სხვა სამყაროებში მოგზაურობის შესამსუბუქებლად.