რუნა Uruz (u) ურუზ

ურუზი ითარგმნება როგორც ტური (ან დათვი). ტური გარეული ხარის გადაშენებული სახეობაა, ბიზონის ძველი წინაპარი. ტური, ისევე როგორც დათვი, თავისი უზარმაზარი ძალის და ძლევამოსილების გამო, ითვლება ტყის მეფედ.

აღწერა

………………………………………………………….

ურუზი – ეს ხარია და ასპექტი მას ერთი აქვს – უხეში ძალა. ეს არის ძალა ზრდისთვის, ძალა განვითარებისთვის, მძიმე, მოუქნელი, მაგრამ უზარმაზარი და უძლიერესი ენერგია. ეს ძალა მეტწილად მიწის ასპექტს განეკუთვნება და შეესაბამება უფრო ფიზიკურ ძალდატანებას და არა შემოქმედებით ენერგიას.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები

………………………………………………………….

მანტიკაში შეიძლება ნიშნავდეს განვითარების საწყის ეტაპს – აქტიური ზრდის პროცესს. ასევე შეიძლება ნიშნავდეს დიდ ფიზიკურ ენერგიას, დამიწებას, კონცენტრაციას ფიზიკურ განვითარებაზე სულიერის საზიანოდ.

მაგიაში მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სახის ფიზიკური ბარიერების გადასალახად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ასპექტის აქტივაციამ შეიძლება სულიერი ზრდა დაამუხრუჭოს, ხოლო მისი გამოყენება დიდი რაოდენობით შეიძლება სულაც წყევლად იქცეს. ასევე შეიძლება გამოიყენოთ ტურის (ან დათვის) თვისებების მოსაპოვებლად – რისხვა, ფიზიკური ენერგია, მაგრამ ამათთან ერთად „სიგიჟეც“, დაუფიქებელი ქმედებები და სიტუაციის ფხიზლად გაანალიზების უნარის დაქვეითება.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ