Huld-ის გრიმუარის 156-ე რიგი
……………………………………………..
ყვავილის ფურცლის ლიტერები, ან „აყვავებული ფოთლების ლიტერები“, როგორც სხვა თარგმანებშია – მკაცრი ისლანდიური გრაფიკული მაგიის ყველაზე გამორჩეული სერიაა. ფურცლები – პოზიტიური გასაღების კვინტესენციაა. მიმართულება ცალსახად დადებითი და სასიამოვნო აქვს.
ლიტერების გამოყენების რეცეპტურა პირდაპირ კავშირშია მის დასახელებასთან – მათი დატანა უნდა მოხდეს ყვავილებზე, ან მათ ფურცლებზე. ამულეტებისთვის და თილისმებისთვის ფურცლების მოთავსება შეიძლება პატარა შუშის ფლაკონში, რომელიც შეგიძლიათ თან ატაროთ, სამკურნალო ლიტერების მასალაზე შეგიძლიათ ზეთი დაასხათ და გამოიყენოთ გარე მოხმარებისთვის (როგორც ლოსიონი, ან კრემი), ასევე მისი დატანა შესაძლებელია ყვავილზე, რომელიც ეპოქსიდის ფისშია გაქვავებული. სწრაფი ეფექტისთვის ლიტერის დატანა ხდება თვითონ ყვავილის ფურცელზე, და როდესაც ის ხმება, მას ფშვნიან და ქარს ატანენ. დაფშვნილი ყვავილის ფურცლის გამოყენება შეიძლება ასევე საკვებში და სასმელშიც.
ამ რიგის გამოყენება ტრადიციულადაც შეიძლება, ფოტოზე, სანთელზე და ა.შ., თუმცა ყველაზე ეფექტური მაინც მისი თავდაპირველი რეცეპტურაა.
……………………………………………..
1. ლიტერა, მოცემულ საქმეში წარმატების გასაძლიერებლად. მისი გამოყენება შეიძლება მნიშვნელოვანი ღონისძიების, სასამართლოს, რთული საკითხების გადაწყვეტის წინ.
2. მიზნის მონიშვნა, ყურადღების გადამტანი ელემენტების მოშორება (მათ შორის ადამიანებისაც).
3. მფარველის მოზიდვა, მასთან გადასვლა (ეს ლიტერა შეიძლება ჩაითვალოს ძირითადად, თუმცა სხვა ელემენტებისგანაც საჭიროებს დახმარებას).
4. ოჯახში დაბრუნება. ის გამოდგება, როგორც სამსახურიდან, ან მოგზაურობიდან სახლში დასაბრუნებლად, ასევე საყვარლისგან ცოლთან.
5. ნებისმიერი გეგმის დაცვა. ცხოვრებაში მათი უსაფრთხოდ განხორციელება.
6. ძლიერი სასმელი, რომელსაც გამოჰყავს დეპრესიიდან, ცხოვრებისეული ვაკუუმიდან, გაყინული მდგომარეობიდან.
7. საგვარეულო მფარველის გაღვიძება.
8. სიტუაცია, სადაც “მესამე ზედმეტი არ არის”. ანუ, მესამე ადამიანის ძებნა ნებისმიერ საქმეში საჭიროებისამებრ.
9. თვითშეფასების აწევა. თილისმა; გამოიყურებოდე უფრო მიმზიდველად, უფრო ძლიერად და ა.შ. (დაკონკრეტდეს მიმართულების მიცემის დროს).
10. სექსუალური მიჯაჭვა.
11. ჩასახვა. ბავშვის სქესის არჩევა.
12. ფინანსური ლაბირინთიდან გამოსავალი. სწორი გზის დანახვა.
13. ლიტერა – ფუნდამენტი. მყარი სახლის, ოჯახის, საქმის ასაწყობად.
14. წარმატება მოგზაურობის, კრუიზის, მგზავრობის, გადასახლების დროს.
15. სიჩუმის ლიტერა, რეტრიტებისთვის, დასვენების პერიოდისთვის, განმარტოვებისას. იდეალურია კონცენტრაციისთვის და სწავლისთვის, ასევე სულიერი პრაქტიკების დროს (მედიტაციისას).
16. მაგიური, ფამილიარული დამხმარე. მაგიური კურთხევა.
17. შიშზე გამარჯვება. ბარიერის გადალახვა, რომელიც ადამიანს მოქმედებაში ხელს უშლის.
18. ხარვეზის გამოსწორება ალბათობის ხაზში, მოვლენების განულება.
19. ყველა შესაძლებელი ვარიანტების გამოვლენა. სამსახურის პოვნა. სასიყვარულო ურთიერთობა. გამოიყენება სიგილებთან ერთად (სიგილი-არჩევა).
20. შინაგანი ძალების, შინაგანი მზის ძიება. სამკურნალო ლიტერა, რომელიც ასუფთავებს ნეგატივისგან. შეიძლება მსუბუქი უკუჩვენება ჰქონდეს – სხეულში სიცხის და სიმხურვალის შეგრძნების სახით.
21. კონკრეტული „სასიკვდილო“ მაგიური ზემოქმედებისგან გათავისუფლება.
22. აქტიური დაცვა. თავდასხმების, დარტყმების, მუქარების სარკისებული არეკვლა. თავდაპირველად – ციხესიმაგრის, სახლის დაცვა.
23. თავგზის არევა, მოწინააღმდეგე მხარის არასწორ კვალზე დაყენება. ეხმარება მტრებისგან და მოთვალთვალეებისგან დამალვაში, ოჯახის წევრებისგანაც კი, თუ საჭირო გახდა.
24. ფამილიარი. აქტიური და ძლიერი. მე-16-ე ლიტერასგან განსხვავებით, შეიძლება აგრესიული იყოს.
25. ადამიანის ბედში უკუჩვენებების ჩანერგვა ალბათობის გარსში არსებული ბზარის მეშვეობით. ისევე როგორც მე-3-ე ლიტერა, გვევლინება როგორც ძირითადი ფიგურა, მაგრამ სჭირდება სხვა ელემენტების დახმარებაც.
26. ალბათობის ხაზის დასრულება. დალუქვა.
……………………………………………..
ლიტერების გამოყენების შემდგომ მათი განეიტრალების მეთოდი:
მოპარვით ან მოტყუებით უნდა წამოიღოთ რაიმე ნივთი, ნებისმიერი, თუნდაც გამოუდეგარი, ეს შეიძლება იყოს მაღაზიაში გადახდილი სხვისი ჩეკიც კი. ამ ნივთს უნდა დააწეროთ თქვენი სახელი.