ამ ალფავიტის მეორე, მოდიფიცირებული ვარიანტი. Aðrar Solrunir – ეს სიტყვასიტყვით “მზის სხვა რუნებს”, სხვა ვარიანტს ნიშნავს.
1. მზა გამოძახება, საჭირო ნივთების და ადამიანების მოზიდვა.
2. დილის ნამი, ცვარი. ბერკანას ანალოგი. უფრო მიანიშნებს სითხეების გამოყენების კონტროლზე და სასიცოცხლო ენერგიის მიღებაზე თხევადი სახით. ბერკანასგან განსხვავებით, არ გამოიწვევს ყველა ცოცხალი არსების უკონტროლო ზრდას. შეუძლია ზრდის და განვითარების გამოწვევა აკურატულად.
3. ქოლგა. ტენტი, დაცემის ან ნეგატიური მოვლენის შერბილება.
4. მოვლენის წრეზე გაშვება. მოვლენა განმეორდება პატარა ცვლილებებით.
5. ხის ფისი. ზედაპირული ჭრილობების, აქერცვლის, დამწვრობების და ზოგადად კანის ზედაპირის ნებისმიერი დაზიანების განსაკურნებლად.
6. განწმენდა.
7. მიმართვა. გვეხმარება ვიყოთ შესმენილნი და გაგებულნი. მიმართვა შესაძლებელია ადამიანების ან სხვა არსებების მიმართ.
8. ხაოიანი საგანი. რაღაცის ჩასაჭიდად, დასაჭერად ან მოსასმენად (მისაყურადებლად).
9. კაუჭი, საკიდი, შესანახი თარო. მაგალითად, ვიღაცის “ჩამოკიდება” (დამორჩილება) ზემოქმედების წინ, რომ ბევრი არ იფართხალოს.
10. მტრის, ცხოველების, ნადირის დაშინება.
11. ბალახთა ბობოქრობა. გვეხმარება განვთავისუფლდეთ ჩიხში მოქცეული სიტუაციისგან, გავექცეთ არასასურველ ვალდებულებებს, თავი დავაღწიოთ მახეს.
12. ცეცხლი, კანოსთან მიახლოვებული ანალოგი, მაგრამ უფრო რბილი.
13. ფეხის წამოსაკრავი, პატარა მახე გზაზე, რომელიც აიძულებს ფეხი წამოკრას და დაეცეს.
14. “ჩხრიალა” (სათამაშო) – სატყუარა.
15. პეპლის ფრთების მოქნევა. რომ საიდუმლო გახდეს ნათელი, ფარდის ახდა.
16. კვანძი, ქმედებების, მიზეზ-შედეგობრიობის ხაზის დაკეტვა და კვანძის შეკვრა, ან დაფიქსირება (მოჭიმვა).
17. დაფიქსირება (ადგილზე გამყარება) და ზრდის დაწყება, ფესვების გაშვება.
18. პირველწყაროსთან დაკავშირება.
19. ზეგავლენა, იმისთვის რომ გზას და მიზანს აცდეს, არასწორი მიმართულებით წაყვანა.
20. გაქრობა, აორთქლება. რაღაცისგან გაწმენდა, დახმარება საქმის წარმატებით დასრულებისთვის, სიმშვიდის და წესრიგის დამყარება.
21. დაგაზის ანალოგი.
22. გასაღები, ნებისმიერი რამის გასაღებად.
23. მოხმობა, გამოძახება.
ლიტერების გამოყენების შემდგომ მათი განეიტრალების მეთოდი:
ვინმეს უნდა გაუმხილოთ თქვენი უთქმელი შიში ან რაიმე არასასიამოვნო საიდუმლო, სასურველია დიდი ხნის წინანდელი იყოს. შეგიძლიათ გაუზიაროთ ბუნებასაც: ხეებს, ბალახებს, მდინარეს… და ა.შ.