არაქნეს გლიფები

გლიფები შექმნილი იქნა ნეკრო-სამყაროში და მიეკუთვნება “სწრაფ” მაგიას. ისინი იხატება ისევე, როგორც რუნები, ხდება მათი გააქტიურება სიტყვიერი შეთანხმებით (აქტივაციის ტექსტით, როგორც რუნებს ვააქტიურებთ). სასურველია სათითაოდ დახატვა, თუმცა გლიფები ყველაფერთან მეგობრობენ.

  1. მაშეტი – მიზანი. ფოკუსირება მიზანზე, ალბათობის ხაზების შემოყვანა, არასაჭიროების მოკვეთა. მისი გამოყენებისას იქმნება ერთგვარი დამცავი ბუდე (კოკონი). თქვენ მიდიხართ მიზნისკენ და ვერავინ გადაგახვევინებთ გზიდან.
  2. იიუუ – სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფიზიკური განახლება. ამძაფრებს აღქმას, გრძნობათა ორგანოებს. მისი დახმარებით შესაძლებელია ორგანიზმის სხვადასხვანაირად მოწესრიგება/დარეგულირება.
  3. კხა – სულის გავლენა მატერიაზე. უფრო წმინდა საბრძოლო გლიფია, პლაზმის მსგავსი.
  4. ვებრუ – სტაბილურობა, მყარი მდგომარეობა, მაგრამ ამავე დროს მოქნილი. თქვენ ლავირებთ ალბათობებში, როგორც წყლის ნაკადი.
  5. ფეე – დესტაბილიზაცია, ქაოსი. კავშირების გახლეჩა, ალბათობების დაშლა.
  6. ლაა – აქტიურობა და წინსვლა.
  7. ნუდო – ინფორმაცია. ასუფთავებს ყველაფერს, რაც ხელს გიშლით ინფორმაციამდე მისვლაში.
  8. რეკო – შეტევა, განადგურება. მის მეშვეობით გაატარებთ იმას, რაც უნდა განადგურდეს.
  9. მისი – დაცვა და მომართვა საჭიროზე და საძიებელზე. რბილად მიგანიშნებთ ყველა შესაძლო ვარიანტსა და სიტუაციაზე, რომელიც გამოგადგებათ.
  10. იო – შემგროვებელი, კონტური, რომელიც გამოკვეთს იმას, რასაც მიუთითებთ.
  11. ტარლეფი – გარდამავალი წერტილი ან ტრანსფორმაცია, ის წამი, როდესაც არც ცოცხალი ხარ, არც მკვდარი, არც თეთრი და არც შავი.
  12. დიჰალი – განახლება, გაწმენდა, გადატვირთვა.
  13. ვეტი – სტიქიები. ნებისმიერი სტიქიისა და ქვესტიქიის “სწრაფი აკრეფა”.
  14. არეტი – გადახლართვა, კომპონენტების ერთ მთლიანობად შეკვრა.
  15. ბელი – საშინელება, პარალიჩი, ვამპირიზმი. აყრუებს მტერს და შიშის ზარს სცემს.
  16. ჰატო – ოსტატობა, სინატიფე. რაიმეში იდეალის მიღწევა.

თითოეულ გლიფს უკვე ჩადებული აქვს თავისი მნიშვნელობა და სხვანაირად ის არ იმუშავებს! იმუშავეთ ისევე, როგორც რუნებთან,

აქტივაციის ტექსტის მაგ: – “დაე, გლიფების ძალით ეს ფორმულა…”

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ