ოდალი საგვარეულო მემკვიდრეობაა (მიწა, ნაკვეთი, მამული, სამშობლო). ასეთი სამოსახლო მიწები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და მოგვაგონებენ პატარა სოფლებს (დასახლებებს), სადაც ერთი გვარის წარმომადგენლები (დედმამისშვილები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, ნათესავები და ა.შ) ცხოვრობდნენ თავიანთი ოჯახებით.
აღწერა
…………………………………………………………..
ოდალი, გვარის გაგრძელების სიმბოლოა, სადაც ჯერ კიდევ „ცოცხლობენ“ გარდაცვლილი წინაპრები. ეს რუნა დაგროვილი სიმდიდრის შენახვას და დაცვას სიმბოლიზირებს, რისკენაც ყოველი ადამიანი ისწრაფვის. მთლიანობაში ოდალი არის – ოჯახი, გვარი, ნათესავები, სამშობლო, სახლი. ხანდახან ამ რუნას იყენებენ არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის გვარის აღსანიშნავად, არამედ მთელი ერის, განსაკუთრებით ისეთ კონტექსტში, როგორიცაა „ჩვენი წინაპრების რწმენა“. დაგაზის გვერდით ოდალის პოზიცია მნიშვნელოვანია არა იმ მხრივ, მის წინ დგას თუ მის შემდეგ, არამედ იმ მხრივ, რომ არჩევანის საშუალებას აძლევს – დარჩეს შეუმჩნეველ სულად ცოცხლებს შორის და დაიცვას საგვარეულო მემკვიდრებობა, და შემდგომ თავიდან დაიბადოს ამავე ოჯახში 3-4 თაობის მერე (იღბლის და დიდების მოსაზიდად ხშირად ახალდაბადებულს რომელიმე წინაპრის სახელს არქმევდნენ); ან დატოვოს ყველაფერი და სხვა ცხოვრებაში გადავიდეს, შეიძლება სულაც სხვა სამყაროებში.
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
…………………………………………………………..
მანტიკაში ოდილა ნიშნავს ოჯახს, გვარს, სამშობლოს, ნათესავებს, სახლს, ან დაგროვილის შენახბას და დაცვას.
მაგიაში მისი გამოყენება შეიძლება მიღწეული რეზულტატის შესანარჩუნებლად, გვართან და ოჯახთან კავშირის გასამყარებლად, მათ შორის გარდაცვლილ წინაპრებთან. ამ რუნით შესაძლებელია ერთერთი ყველაზე ძლიერი მაგიური ზემოქმედების მოხდენა მთელ საგვარეულო ხაზზე.