რაიდო ითარგმნება, როგორც ჯირითი. მნიშვნელოვანია მხედველობაში ვიღებდეთ იმ ფაქტს, რომ ცხენით გადაადგილება ხმელეთზე, ძველ დროში, ერთადერთი მეტნაკლებად სწრაფი და ეფექტური საშუალება იყო.
აღწერა
………………………………………………………….
მართალია რაიდო ითარგმნება როგორც ჯირითი, მაგრამ ეს არაა თვითონ მოძრაობა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ. რაიდო თვითონ მოზგაურობას ნიშნავს ერთი წერტილიდან მეორეში, ამასთან, მოგზაურობას ამ სიტყვის ყველა გაგებით. სამსახურიდან სახლში დაბრუნება, ისეთივე რაიდოა, როგორც შამანის მოგზაურობა მიღმიერ სამყაროში. უნდა აღინიშნოს, რომ არ ღირს ცხენის და ჯირითის მნიშვნელობების შედარება. რაიდო არ უკავშირდება ცხენს პირდაპირი გაგებით, ის მხოლოდ მისი საშუალებით მოგზაურობას ნიშნავს (მარტივად რომ ვთქვათ, ძველ სკანდინავიელებს ცხენის მაგივრად თვითმფრინავები რომ ჰყოლოდათ, დღეს ამ რუნას შეიძლება ავია-ფრენა რქმეოდა).
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
………………………………………………………….
მანტიკაში რაიდო ნიშნავს მოგზაურობას, გზას, მგზავრობას, ერთი წერტილიდან მეორეში გადასვლას.
მაგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება წარმატებული ან წარუმატებელი მოგზაურობისთვის. თვითონ ეს რუნა, დამოუკიდებლად, მხოლოდ წარმატების და უსაფრთხოების მომტანია გზაში.