ტურისაზი ითარგმნება, როგორც ტურსი, ან ეკალი. ჩრდილოურ ტრადიციაში ტურსები გოლიათები არიან, ძალები, რომლებიც ღმერთებს და ადამიანებს აღუდგნენ წინ. სამი ტომის წარმომადგენლები – ჰრიმ-ტურსები, იოტუნების და მუსპელის შვილები, ყველაზე ძველი არსებები არიან პლანეტაზე, რომლებიც ბუნების დამანგრეველ ძალებს განასახიერებენ „დროის ათვლამდე“, ანუ ღმერთების მოვლენამდე. საინტერესოა ის, რომ ცეცხლი და ყინული, როგორც დამანგრეველ, ასევე შემოქმედ ძალებს წარმოადგენენ, და სწორედ ამ ორი ნაკადის შერწყმით შეიქმნა სამყარო.
აღწერა
……………………………………………………………………..
ამ რუნის აღწერისას უნდა გამოვმნდინარეობდეთ მისი ორივე თარგმანიდან ერთდროულად – ტურსი და ეკალი (ვინაიდან ეს ორი მნიშვნელობა არ ნიშნავს ამ რუნის ორ სხვადასხვა აღწერას. ისინი მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს და მხოლოდ ორ განსხვავებულ მიდგომას წარმოადგენენ ერთი საკითხის მიმართ).
ტურსებზე უკვე ყველაფერი ითქვა ზემოთ, ეს წინაღობაა, ბუნების დამანგრეველი ძალები, რომლებიც მიმართულია ადამიანების წინააღმდეგ. არ ღირს ამ რუნის შედარება ჰაგალაზთან, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს და მხოლოდ სიცარიელეს ტოვებს.
რუნის მეორე მნიშვნელობა – ეკალია. ეკლის წვეტი, რაღაცაში შეღწევასთან ასოცირდება, მაგრამ თვითონ ის სხვა არანაირ დატვირთვას არ ატარებს. თუ ეკლით ადამიანს ვუჩხვლეტთ, მასში მხოლოდ უმნიშვნელო ტკივილს გამოვიწვევთ, მაგრამ თუ ეკალს შხამს წავუსვამთ, მაშინ ადამიანი მოკვდება.
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
……………………………………………………………………..
მანტიკაში ეს რუნა შეიძლება ტურსებთან უშუალო კავშირს ნიშნავდეს. ასევე შეიძლება ნიშნავდეს წინაღობების წარმოქმნას, პრობლემებს, გეგმების ჩაშლას. გამოთქმა „ღორის ხორცი შეაპარეს“ სწორედ ამ რუნას ესადაგება. (შენიშვ. მაჰმადიანს ტრაპეზზე თუ ღორის ხორს მოტყუებით აჭმევდნენ, მასში საშინელ რისხვას იწვევდნენ). ამასთან, უფრო ხშირად, პრობლემები წარმოიქმნება რაღაც კონკრეტულ სფეროში, რომელიც არ ეხება საქმის ერთიან მდგომარეობას ( თუ, რაღა თქმა უნდა, ეს კონკრეტული საქმე ერთადერთი არ არის).
მაგიაში ეს რუნა ძირითადად გამოიყენება, როგორც „მჩხვლეტავი ეკალი“. ტურისაზი ქმნის „ხვრელს“, სადაც შესაძლებელია რაღაცის „განთავსება“. თავისი ამ თვისების გამო – გახვრეტა, განგრევა, შეღწევა, ტურისაზი ძალიან ხშირად შავ მაგიაში გამოიყენება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ტურისაზი თავისთავად იარაღს არ წარმოადგენს, მას მხოლოდ რაღაც დონეზე წინაღობის შექმნა შეუძლია, მაგრამ კომპეტენტურ ადამიანს შესაბამისი კომბინაციის შექმნით, ტურისაზისთვის უზარმაზარი ენერგიის მინიჭება შეუძლია.