დრუიდების მაგიის კანონები

დრუიდები იყვნენ არა მხოლოდ მისტიკოსები, არამეც მეცნიერებიც. ისინი შეისწავლიდნენ ციურ სხეულებს, ბუნების კანონებს, ადამიანის ფსიქიკის ძირითად პრინციპებს და განვითარების მექანიზმებს. ვარაუდობენ, რომ სწორედ მათი დამსახურებაა მაგიის კანონების ფორმულირება, რომელსაც ისინი მეცნიერულად მიუდგნენ. მაგიის კანონები არ წარმოადგენენ კანონპროექტის პროდუქტს, მაგრამ ისევე, როგორც ფიზიკური კანონები ან მუსიკალური ჰარმონია, მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკული დაკვირვებების შედეგად დგინდებოდნენ.

ცოდნის კანონი:

ეს, როგორც სჩანს, ყველაზე ხშირად გამოყენებადი კანონი იყო, შესაძლოა, მოიცავდეს სხვა ყველა კანონს ერთიანად. მისი არსი გამოიხატება იმაში, რომ გააზრება იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტი ცოდნა გვაქვს ობიექტზე, მით უფრო ადვილია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნა – ეს ძალაუფლებაა.

თვითშეცნობის კანონი:

ეს “ცოდნის კანონის” საბაზისო მწარმოებელია. ეს კანონი ატარებს დამატებით ელფერს: ვინც არ ფლობს ცოდნას საკუთარი თავის შესახებ, მას არ აქვს ცოდნა (და შესაბამისად ძალაუფლება) მაგიის შესახებ. ეს კანონი – ილუსტრაციაა იმის, თუ რატომ გვხდებიან “ბოროტი” მაგები იშვიათად, ხოლო “ბოროტი” დრუიდები კი საერთოდ არ არსებობენ: ერთგულებას ცნებისადმი “ბოროტება სიბოროტის გამო”, როგორც წესი მივყავართ ინტროსპექციის და თვითშეცნობის დაკარგვისკენ. რთულია ავნო სხვას, როდესაც ბოლომდე აცნობიერებ, რამდენად გავნებდა იგივე შენ. შეიცანი საკუთარი თავი.

სინქრონიზაციის კანონი:

ორი ან მეტი მოვლენა, რომელიც ერთდროულად ხდება – უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დამთხვევა. ძალიან იშვიათია, რომ ერთი მოვლენა მეორესგან იზოლირებულად ხდებოდეს. ეს ყოველთვის არ შეიძლება სუფთა დამთხვევად ჩაითვალოს.

მიზეზის და ეფექტის კანონი:

მარტივი მეცნიერულ-ლოგიკური დასკვნა – ზუსტად იგივე ქმედება, ზუსტად იგივე პირობებში, ზუსტად იგივე შედეგს იძლევა. დრუიდებს, ისევე როგორც თანამედროვე ფსიქიატრებს, სჯერათ მიზეზის და ეფექტის კანონის; მათ, როგორც მაგებმა, უბრალოდ იციან, რომ კარგად შესრულებული რიტუალი, ისევე როგორც კარგად დადგმული თეატრალური სცენარი ან კარგი ძველი კულინარული რეცეპტი, ყოველთვის წინასწარგანჭვრეტადია. სინამდვილეში რიტუალები იმდენ ცვლადებს შეიცავენ, რომ მათი ბოლომდე კონტროლი ან თუნდაც ბოლომდე გაგება ხშირად შეუძლებელია. მაგიაში წარმატების გასაღები – სწავლაშია: თუ რომელი ცვლადები უფრო მნიშვნელოვანია და როგორ შევინარჩუნოთ მათი სისტემატიურობა. ცვლადების კონტროლი – დამაგვირგვინებელი ეტაპია.

ასოციაციის კანონი:

თუკი ორი პალიტრა ფლობს საერთო ელემენტებს, და პალიტრები ერთმანეთთან ამ ელემენტების საშუალებით ურთიერთმოქმედებენ, მაშინ ერთ პალიტრაზე ზემოქმედება ავტომატურად იწვევს ზემოქმედებას მეორე პალიტრაზეც, იმ დოზით, თუ რამდენი ელემენტია ამ პროცესში ჩართული. ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი კანონია, რომელიც თითქმის უტოლდება “ცოდნის კანონს”. ამაზეა აგებული თითქმის ყველა რიტუალი თუ მანტიკური პრაქტიკები.

მსგავსების კანონი:

ობიექტის ფიზიკური ან მენტალური იერის ცოდნა (წარმოსახვისთვის) აადვილებს მასზე კონტროლს. მაგალითები აბსოლუტურად თვალნათელია – ობიექტის მოდელის, გამოსახულების ან ნებისმიერი სხვა რამის ფლობა, საშუალებას იძლევა მასზე ზემოქმედების. ის რაც ჰგავს – მსგავსია. ეს კანონიც იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც “ცოდნის კანონი” და “ასოციაციის კანონი”.

კონტაქტის კანონი:

მეოთხე, უმთავრესი კანონებიდან. ობიექტები, რომლებიც ფიზიკურ კონტაქტში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან, განშორების შემდეგაც ახერხებენ ერთმანეთზე ზემოქმედებას. ნებისმიერი, ვისაც კი ოდესმე შეხებიხართ, თქვენთან აქვს მაგიური კავშირი, თუმცა ეს კავშირი ძალიან სუსტია იქამდე, სანამ კონტაქტი არ გახდება ინტენსიური, გრძელვადიანი, ან მრავალჯერადი. მაგიური ძალა კონტაგეოზურია; შესაბამისად ბუნებრივია, რომ ვინმეს სხეულის ნაწილის ფლობა (თმა, ფრჩხილი და ა.შ.) იძლევა მაღალი ხარისხის კავშირს.

სახელის კანონი:

ძველად დრუიდებს ეს კანონი ესახებოდათ როგორც “კონტაქტის კანონი”-ს ვარიანტი. სახელი – ეს რაღაც ისეთია, რაც ძალიან მჭიდროდ აკავშირებს მის მფლობელს, და მისი წარმოთქმაც კი გარკვეულ კავშირს წარმოქმნის მის მატარებელთან. იმისთვის, რომ არასასურველ ხალხთან კონტაქტისთვის აერიდებინათ თავი, ბევრი მაგი და მებრძოლი მალავდა თავის სახელს. ობიექტის სრული და ნამდვილი სახელის ან პროცესის ცოდნა იძლევა მასზე კონტროლის საშუალებას, ვინაიდან სახელი – ეს დეფინიციაა, ისევე როგორც კონტაქტი ან ასოციაცია (თუკი თქვენ რაღაც ობიექტს ერთი და იგივე სახელს ეძახით სისტემატიურად, ეს სახელი უკვე ამ ობიექტთან ასოცირდება). გარდა ამისა, ეს პრინციპი კიდევ იმ მიზეზით მუშაობს, რომ რაიმეს ან ვინმეს სრული და ნამდვილი სახელის ცოდნა თავად ამ ობიექტის ბუნების შეცნობას/გაგებას ნიშნავს.

სიტყვის ძალის კანონი:

არსებობს ისეთი სიტყვები, რომელთაც უნარი აქვთ მათი წარმომთქმელის შინაგანი ან გარე რეალობის შეცვლის, და მათი ძალა შეიძლება მდგომარეობდეს როგორც ჟღერადობაში, ასევე მნიშვნელობაში. ამ სიტყვებიდან უმეტესი – ეს ის სახელებია, რომელთა მნიშვნელობებიც დღეს დაკარგული ან დავიწყებულია; ბევრი მაგიური მანიპულაცია მოითხოვს ამ სახელების გამოსახულებაზე ან ობიექტზე დაწერას, ან/და მათ გაჟღერებას ობიექტის შექმნის ან გამოყენების პროცესში.

პერსონიფიკაციის კანონი:

ნებისმიერი ფენომენი შეიძლება ცოცხლად ჩავთვალოთ და მივაკუთვნოთ პიროვნულობა – ეს არის სხვაობა ყოფიერებას და არსებობას შორის. ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს პერსონა. ბევრი მაგი, ისევე როგორც ბევრი დრუიდი, რომლებიც ამინდზე იყვნენ სპეციალიზირებულები, ქარის და ღრუბლების პერსონიფიკაციას აკეთებდნენ, და თავიანთი მაგიური ენერგიის ფოკუსირებას მათზე ახდენდნენ.

მიმართვის კანონი:

შესაძლებელია, რომ ჩვენში მოქმედ და ჩვენს გარეთ მოქმედ პროცესებს შორის შინაგანი კავშირი დავამყაროთ, რის შედეგადაც ამ კავშირის დამყარების მომენტში გამოვიწვევთ შინაგან პროცესს.

გამოძახების კანონი:

შესაძლებელია, რომ ვინმეში ან რამეში მოქმედ შინაგან და გარე პროცესებს შორის გარე კავშირი დავამყაროთ, რის შედეგადაც ამ კავშირის დამყარების მომენტში გამოვიწვევთ გარე პროცესს.

იდენტიფიკაციის კანონი:

შესაძლებელია, რომ საკუთარ ელემენტებს და სხვა არსების ელემეტებს შორის მაქსიმალური ასოციაციით რეალურად “იქცე” იმ არსებად, იმ დონემდეც კი, რომ დაეუფლო მის ცოდნას და მისი ენერგიით იმანიპულირო.

პირადი სამყაროს კანონი:

ნებისმიერი არსება თავისუფალია და აქვს უნარი, საკუთარი სამყარო შექმნას, რომელიც არასოდეს იქნება სხვა არსების სამყაროს იდენტური 100%-ით. ეგრეთ წოდებული “რეალობა” – არსობრივად, არც მეტი არც ნაკლები, ამ არსებების საკუთარ სამყაროებზე წარმოდგენების და ხედვების კონსესუსია.

სამყაროების უსასრულობის კანონი:

სამყაროების აბსოლუტური რიცხვი, რომლებშიც ასახულია არსებობის ფენომენის ყველა დასაშვები კომბინაცია, – ეს უსასრულობაა. ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი რამ ნაკლებ სავარაუდო, ვიდრე სხვა დანარჩენი. ეს კანონი შეიძლება მივაწეროთ “ალტერნატიული შესაძლებლობების სამყაროებს” სამეცნიერო ფანტასტიკიდან, მაგრამ ამ კანონს ფართო გამოყენების სპექტრი აქვს.

პრაგმატიზმის კანონი:

თუკი შეგონებების ან მოქმედებების სპექტრი ობიექტს ეხმარება თვითგადარჩენაში და დასახული მიზნების მიღწევაში, მაშინ ასეთი შეგონებები (ან ქმედებების კომბინაციები) “სწორია”, “მართალია” და “გონივრულია”. ის, რაც მუშაობს, – ნამდვილია. ხანდახან ამ კანონს უარყოფენ, მაგრამ როგორც წესი, ყოველთვის იყენებენ.

სინთეზის კანონი:

ორი ან მეტი “ურთიერთსაწინააღმდეგო” მოცემულობის სპექტრი იძლევა ახალ სპექტრს, რომელიც უფრო ჭეშმარიტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ცალცალკე აღებული. სინთეზირებული სპექტრი შეიძლება ვრცელდებოდეს რეალობის უფრო მეტ შრეზე, არა როგორც კომპრომისი, არამედ რაღაც ახალი და მეტი, ვიდრე იქამდე იყო.

ჭეშმარიტი ტყუილის კანონი:

დასაშვებია, რომ რაღაცის გასაგებად ან კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად დაარღვიო მოცემული პირადი სამყაროს სპექტრი და ამავე დროს დარჩე მისი “ერთგული”, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კანონი მხოლოდ სპეციფიკურ სიტუაციებში მუშაობს. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამაშია მისი “ჭეშმარიტება”. ეს კანონი იშვიათად გამოიყენება, თუ არ ჩავთვლით წინა სამ კანონს, რომელთა გამოყენების გამართლებაც სწორედ ამ კანონის მეშვეობით ხდება, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს კანონი, სამყაროს რეალობის აღქმის თქვენეულ ვერსიას ემთხვევა.

პოლარულობის კანონი:

ნებისმიერი მოცემულობის სპექტრი შეიძლება დაიყოს მინიმუმ ორ “ურთიერთსაწინააღმდეგო” მოცემულობად, და თითოეული მათგანი თავის თავში შეინარჩუნებს მისივე საპირისპიროს არსს.

ურთიერთწინააღმდეგობის კანონი:

პოლარულობის ქვე-კანონი. საწინააღმდეგო სპექტრი მოიცავს ინფორმაციას მეორე სპექტრზე, სავარაუდო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას არ წარმოადგენს პირველი. ამგვარად, საწინააღმდეგო სპექტრის კონტროლი საშუალებას გვაძლევს სასურველი სპექტრი ვაკონტროლოთ.

დინამიური ბალანსის კანონი:

იმისთვის რომ გადარჩე და გაძლიერდე, აუცილებელია რომ საკუთარი სამყაროს ნებისმიერი სპექტრი დინამიურ ბალანსში ამყოფო სხვა სპექტრებთან. უკიდურესობები სახიფათოა, ვინაიდან უკიდურესობების არსები იმდენად ასოცირებულები ხდებიან მოსაზღვრე ასპექტებთან, რომ თვითიდენტიფიცირების უნარს კარგავენ და ერთიანდებიან მათთან. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არ არსებობენ “ბოროტი” მაგები დრუიდებში, ვინაიდან პერმანენტული ასოცირება ტკივილთან და სიკვდილთან მაგის სამყაროშიც იწვევს ანალოგიურ ტკივილს და სიკვდილს, რის შედეგადაც ის კარგავს მაგიურ უნარებს და შესაძლებლობებს.

პერვერსიის /ან “ბედის ირონიის”/ კანონი:

თანამედროვე მკითხველებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, იგივეა რაც “მერფის კანონი” /Закон подлости/ – თუკი რაიმეს/ვინმეს შეუძლია არასწორად მოძრაობა/განვითარება, ის ასეც იზამს. მაგიური ასოციაციები ხშირად სასურველის საპირისპირო ენერგიებს ქმნიან, ხშირად კი პირიქით, უამრავი დამთხვევები, რომლებსაც წესით არასასურველი შედეგი უნდა მოეტანა, სასიკეთოდ მუშაობენ. სულ რომ არავის შეეძლოს კონკრეტულ სიტუაციაში სხვაგვარად მოქმედება, სამყაროს ზოგიერთ ელემენტს შეუძლია ისე შეიცვალოს, რომ ყველაფერი ყირაზე დააყენოს და საქმე ყველაზე დაუჯერებელი მიმართულებით წაიყვანოს. მოგწონთ თქვენ ეს, თუ არ მოგწონთ, ღმერთებს (ან ბედისწერას, ბუნებას, აბსოლუტს, ან რაც გინდათ ის დაარქვით) აქვთ იუმორის ქონის უფლება (“ბედის ირონია”). ემოციურად ჯანმრთელი მაგისთვის ეს კანონი პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მისი ცოცხალი და იუმორთან არა მწყრალად განწობილი ცნობიერება – საუკეთესო რეპეტიტორია ამ კანონის აღსაქმელად.

ერთიანობის კანონი:

არსებობის ნებისმიერი ფენომენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ნებისმიერ სხვა ფენომენთან წარსულში, აწმყოში და მომავალში. ფენომენების განცალკევების შეგრძნება არასრულ ცოდნაზე ან გაგებაზე მეტყველებს.

ასეთია მაგიური კანონები, რომლებიც ყველა მაგს შეუძლია საკუთარ თავზე გამოსცადოს. პ.ს. “ბედის ირონიის” კანონი გამოცდას არ საჭიროებს. 🙂

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ