სეიტის ხელოვნება – ნორდიკული მაგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. ეს „ბნელი“ ტრადიცია მარცხენა ხელის გზას გვაგონებს. სეიტი – ეს ტექნიკაა, რომელიც თავის თავში ექსტატიურ ტრანსს მოიცავს, და სულს და ვორდს (ვარდ, ან ვორდ – ადამიანის ორეული, უფრო სწორად მისი აჩრდილი, ასტრალური სხეული, რომელსაც ფიზიკურის გარეშე შეუძლია მოგზაურობა) ათავისუფლებს. სეიტი შეიძლება „პატარა სიკვდილს“ შევადაროთ, რომლის დროსაც პრაქტიკოსი მომავლის და შეუცნობლის დანახვის უნარს იძენს. სეიტი უამრავ მაგიურ უნარებს იძლევა და მჭიდრო კავშირშია ფორმის ცვლილების ხელოვნებასთან (hamfarir). ნორდიკული ტრადიცია განასხვავებს „თეთრ სეიტს“, რომელიც უკავშირდება ისეთ ცოდნებს, როგორიცაა მოსავლის აღება, წელიწადის დროები და მომავალი, და „შავ სეიტს“, რომელიც უკავშირდება სიკვდილს და წყევლას. სეიტს იყენებდნენ ვოლვები, ბრძენი ქალები, და მამაკაცების გარკვეული ნაწილი. ძველად ითვლებოდა, რომ სეიტი ძალიან არამამაკაცური საქმე იყო, თუმცა ოდინისთვის ხელი არ შეუშლია ამ ფაქტს, რომ ამგვარ სასარგებლო ტექნიკას დაუფლებოდა. სამაგიეროდ ლოკიმ არ გაუშვა შესაძლებლობა და ამის გამო მისგან ძალიან დაიცინა.
სეიტის ხელოვნება მჭიდრო კავშირშია ქალურ საიდუმლოებებთან, ვინაიდან პირდაპირ უკავშირდება დაბადებას და სიკვდილს, იმ კარს, რომლის მიღმა გადაბიჯებაც უწევთ სულებს. სეიტის ქალღმერთი – ფრეიაა, მაგრამ მთლიანობაში ის ნორდიკულ მისნობას ახასიათებს. „ცოცხზე ფრენა“ ჯადოქრებს – სწორედ სეიტებისგან დარჩათ მემკვიდრეობად. აქ ფალიკური კვერთხი უმაღლესი ექსტაზის მისაღწევად გამოიყენებოდა. ფრეიამ ოდინს შეასწავლა სეიტის ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც მას შეეძლო მომავლის განჭვრეტა და ადამიანების დასჯა შეშლილობით, ავადმყოფობით და სიკვდილით. სეიტი ასევე უკავშირდება ექსტატიური წინასწარმეტყველების ხელოვნებას, რომელიც პრაქტიკაში დღემდე გამოიყენება ტიბეტში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში.
სეიტის კლასიკური აღწერა მოცემულია მოთხობაში ერიკ რედეზე. ბრძენი წინასწარმეტყველი – ტორბერგი, და მისი ცხრა დაც, რომლებიც ასევე წინასწარმეტყველები იყვენ, დადიოდნენ კარდაკარ. ხალხს სურდა გაეგო მომავლის და მოსავლის შესახებ. ის მათთან მიდიოდა ლურჯი მოსასხამით შემოსილი, ყელზე კი ბროლის სამკაული ეკეთა. მოსასხამი გაწყობილი იყო კრავის ტყავით, ხოლო ხელზე კატის ბეწვის ხელთათმანები ეკეთა. კატა – ფრეიას ცხოველია და უკავშირდება სეიტს. ტორბერგის ფეხსაცმელი ხარის ტყავისგან იყო შეკერილი, წაწვეტებული ცხვირებით, რომლებზეც თითბერის ზანზალაკები ეკიდა, ქამარზე კი – ტყავის ქისა, რომელშიც მაგიური აქსესუარები ელაგა, ხელში ეჭირა ხელკავი, გაფორმებული თითბერით და მარგალიტით. მას ყველა თავაზიანად ხვდებოდა და „თხის რძის ფაფით“ უმასპინძლდებოდა, რომელიც სინამდვილეში გარკვეული ცხოველების გულებით მზადდებოდა. სეიტისთვის გამოყოფდნენ მაღალ სავარძელს, მის გარშემო კი ქალები სხდებოდნენ. ერთი მათგანი მღეროდა მაგიურ სიმღერას – „vardlokkur“, რომელიც აუცილებელ რიტუალად ითვლებოდა. სიმღერა იმდენად ლამაზი იყო, რომ ბრძენი ქალის გადმოცემით, უამრავ სულს იზიდავდა. მისი წინასწარმეტყველებების უმეტესობა ხდებოდა.
„Vardlokkur“ – ეს გალდრის ან მაგიური სიმღერის სახეობაა, რომელსაც სეიტის პრაქტიკოსი ტრანსში შეჰყავს და სულებს გიდობას უწევს. თუმცა მისი გამოყენება შეიძლება სულების გამოსაძახებლად ან გზააბნეული სულის მოსაძებნადაც. მაგიური სიმღერა სეიტში უდიდეს როლს ასრულებს. ერთერთი ნორვეგიული ისტორია გვიყვება, თუ როგორ შეასრულა ეს სიმღერა ოცდაათკაციანმა გუნდმა (15 ახალგაზრდა ქალის და 15 ახალგაზრდა მამაკაცის მონაწილეობით), ხოლო მეორეში მოთხობილია ახალგაზრდა მამაკაც სეიტზე, რომელიც ისეთი ძალით ასრულებდა გალდრს, რომ მტერი შტორმში მოაყოლა. „საგა ინგლინგზე“ მოგვითხობს სეიტის პრაქტიკაზე, რომელსაც ოდინი იყენებდა:
„ოდინი ფლობდა იმ ხელოვნებასაც, რომელიც ყველაზე ძლევამოსილი იყო. მას ეწოდება ჯადოქრობა. (6) მისი მეშვეობით მას შეეძლო ადამიანების ბედის და ჯერ არ მომხდარი მოვლენების წინასწარ განჭვრეტა, ასევე ადამიანებში ავადმყოფობის, უბედურების და სიკვდილის გამოწვევა, ასევე მათთვის ჭკუის და ძალის წართმევა და სხვისთვის გადაცემა. მამაკაცებისთვის ამ მაგიის გამოყენება სამარცხვინოდ ითვლებოდა, ასე რომ მას მხოლოდ ქურუმი ქალები შეისწავლიდნენ“.
ოდინი, ჭეშმარიტების ერთგული მაძიებელი, შეუძლებელია შეაჩერო იმ დოგმატური შეხედულებებით, რა არის მართებული და შესაფერისი და რა არა. ის სეიტს ფრეიასგან სწავლობდა, რომელიც ამავე დროს მისი საყვარელი იყო. სეიტის ხელოვნება გარკვეულწილად სექსუალურ მაგიასაც უკავშირდება. ძლიერი სურვილის გამოწვევას და ორგაზმის მაგივრად ამ ენერგიის ცნობიერებაში გადატანას, სულის გათავისუფლება შეუძლია. ზუსტად ეს ტექნიკა გამოიყენება ინდოელ ტანტრისტებში კუნდალინის ენერგიის გასაღვიძებლად, ასტრალური სხეულის გასათავისუფლებლად და მესამე თვალის გასახსნელად. სიტყვა „სეიტი“ ნიშნავს „შინაგან წვას“ ან „ დუღილს“ და წარმოადგენს შინაგანი ცეცხლის აქტივაციის საშუალებას (იგივეა, რაც შემოქმედებითი ენერგია, შემოქმედებითი წვა). ექსტაზის მისაღწევად სეიტში გამოიყენება სიმღერები, დასარტყამი ინსტრუმენტების რითმი და კვერთხი.