რუნული მაგია – გალდორი

რუნების გამოყენების უსაზღვრო და მრავალფეროვანი საშუალება არსებობს. საზღვრებს მხოლოდ ადამიანის წარმოსახვა და შთაგონება ადგენენ. ედებიდან და საგებიდან რუნებზე ძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება. განსაკუთრებით კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა „სიტყვანი სიგრდრიფასი“. ზოგიერთ შემთხვევაში მათზე პირდაპირი მითითებაა, ხოლო ზოგში – მისახვედრი. სიგრდიფასთან პირველად გამარჯვების რუნებს ვხვდებით. მათ ჭრიან იარაღზე და იმეორებენ „ტიურს“:

6. „თუ გსურს გამარჯვება.

გამარჯვებებისა.

რუნებს ამოჰკვეთდე.

მახვილის ტარზედა;

ჭდედ ორგზის დაადე.

სახელი თირისა.“

ქვემოთ მოყვანილ სტროფში ნახსენებია ე.წ. „ლუდის რუნები“, რომლებიც იცავენ „საშიში“ ქალებისგან (აქვე პატარა შენიშვნა; „ლუდის რუნები“, რომლის შემადგენლობაში შედიან რუნები – ურუზ, ნაუტიზ და ბერკანა, გამოისახება unb, რაც ლათინურით და კირილიცათი იწერებოდა ამ ფორმით ПIB, და იკითხება როგორც „პივ“ -პივა, ლუდი. რეალურად ლუდთან ამ რუნებს არანაირი კავშირი არ აქვთ):

7. „რუნები ლუდისა.

სცან – ვერას დაგაკლებს.

სიცრუე დიაცთა;

რქაზე ამოჰკვეთე,

ხელზე დაიხაზე,

“ნაუდ” ფრჩხილს გეხატოს.“

ასევე ნახსენებია რუნები, რომლებიც მშობიარობის დროს გამოიყენებოდა (ვუნიო, სოულუ, დაგაზ).

9. „რუნები შობისა.

სცან, მშობიარეთა.

შველა თუ გეწადოს!

ნებსა ამოჰკვეთე,

მაჯას შემოიკარ -.

დისნი გემწყალობონ.“

უამინდობის დროს გემების დასაცავი, რომლებიც გემის საჭეზე ან ნავის ნიჩბებზე უნდა ამოეჭრათ (რაიდო, ეივაზ, ლაგუზ):

10. „რუნებს ქარიშხლისა.

ჩასწვდი, რომ ღელვის ჟამს.

მწედ იყო ხომალლდთა;

ქიმზე ამოჰკაწრე,

საჭეზე ამოსჭერ,

ნიჩბებზე ამოსწვი,

დაე, ზღვა ღელავდეს,

ნაპირს დაუბრუნდე.

საღი, უვნებელი.“

სამკურნალო რუნები (კენაზ, პერტო, ინგუზ):

11. „რუნებს სამკურნალოს,

წყლულთ სააქმიმოს,

ჩასწვდი, დაეუფლე;

ხეზე ამოჰკვეთე.

მხარეს აღმოსავლეთს,

სად ტოტნი დახრილან.“

არის რუნები, რომლებიც ადამიანს გონებამახვილობას სძენენ ე.წ. „აზრის (გონების) რუნები“:

13. „ჩასწვდი, ამოიცან.

რუნები აზრისა,

ჰროფტმა ამოიცნო,

ჩასწვდა, ამოკვეთა.

ტენისგან, რომელიც.

ჰრაიდრაუპნირის.

ტვინიდან ოდესღაც.

და ჰოდროფნირისა.

რქიდან ჩამოდინდა.“

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აქვე ნახავთ მჭერმეტყველების და მაგიურ რუნებს. „სიტყვანი უმაღლესისა“-ში ნათქვამია, თუ რა არის საჭირო, რომ რუნულ მაგიაში წარმატებას მიაღწიოთ და რა უნდა ვიცოდეთ ამისთვის:

„შეგიძლია ამოჭრა? შეგიძლია ამოცნობა? შეგიძლია შეღებვა? შეგიძლია კითხვების დასმა? შეგიძლია ლოცვა და მსხვერპლის გაღება? შეგიძლია გაცემა? შეგიძლია შეწირვა?“

სწორე ესაა რუნული მაგიის პრაქტიკის საფუძველი.

ჭრა (შვედ. „rista“). პირველი, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს რუნების ამოჭრაა. ჩვეულებრივ ეს ნიშნავდა, რომ რუნები იჭრებოდა ძვალზე, თიხაზე, ხეზე ან ქვაზე. ხე ყველაზე მოხერხებული მასალა იყო რუნების ამოსაკვეთად, ამასთან შესაძლებელი იყო ხეების თვისებების და ბუნების მაგიის ცოდნის გამოყენება. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ პრაქტიკული რუნული მაგია აითვისოთ, აუცილებელია რუნებზე ყველაფერი იცოდეთ. რუნების ამოკვეთის ცოდნა – ამის ერთერთი განუყოფელი ნაწილია. თვითონ ამოჭრის პროცესი – მაგიური ქმედებაა, სადაც ვლინდება ის ენერგია, რომლებსაც რუნები სიმბოლიზირებენ. გაამზადეთ 24 ცალი ხის ან თიხის ნაჭერი და სათითაოდ ამოჭერით რუნები. სანამ დაიწყებდეთ, წაიკითხეთ მათზე ინფორმაცია და იფიქრეთ მის ფორმაზე და მნიშვნელობაზე. დაე ამოჭრის პროცესი იქცეს რიტუალად, რომლის დროსაც თქვენ იგრძნობთ ამ რუნის ენერგიას. სასურველია დღეში მხოლოდ ერთი რუნის ამოჭრა, ღამე კი მისი ბალიშის ქვეშ ამოდება, რომ ძილშიც იგრძნოთ მისი ფარული ენერგია. ბევრ რუნულ მაგს აქვს სპეციალური ხელსაწყო რუნების ამოსაჭრელად, რომელსაც „რისტირი“ ჰქვია (ვიტკების რიტუალური დანა). ის ჰგავს სადგისს ხის სახელურით, რომელზეც ამოჭრილია მაგის სახელი და ფუტარკი (თუ უპირატესობას ანიჭებთ „უტარკს“, შეგიძლიათ „ფ“ ბოლოში გადაანაცვლოთ). როდესაც მაგი ჭრის რუნებს, ითვლება, რომ ურდის ქსელში თავის კვალს ტოვებს ეთერულ და ასტრალურ დონეზე. მათი გამოხაზვა შეიძლება რისტირითაც, კვერთხითაც და თითებითაც კი ჰაერში. შეიძლება მისი ვიზუალიზაციაც სივრცეში. ამ ფორმით მის გამოსახვა შესაძლებელია რამე კონკრეტულ ადგილზე ან ნივთზე, რომელიც შემდგომ გამოიყენება მაგიური რიტუალისთვის. რუნული მაგიის ჩვეულებრივი მეთოდია – რუნების ამოჭრა ხის ან ძვლის ნაჭრებზე, შემდეგ კი ამ ნაჭრის იქ მოთავსება, სადაც გვსურს სასურველი ეფექტის მიღება. სასიყვარულო რუნებს, როგორც წესი, ობიექტის საწოლის ქვეშ ათავსებენ.

ამოცნობა (შვედ. „reda“). რას ნიშნავს: „შეგიძლია ამოცნობა?“ – ამოცნობა, რუნების ინტერპრეტირება და მათი გაგების უნარია, ასევე მათი სწორად განლაგების და ერთმანეთზე ზეგავლენის ცოდნა. ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი რუნების შესაბამის დროში გამოყენება და მათი მნიშვნელობების სწორად გაგება. შესაძლებელია, რომ „უტარკი“ – უფროსი ფუტარკის ამოცნობის ერთერთი საშუალებაა. იმისთვის, რომ რუნები ამოიცნოთ, რუნული წყობით დაალაგეთ (3 ატი, თითოში 8 რუნა). შემდგომ – 12 კონცენტრირებულ წრეზე, სადაც ორი ურთიერთსაწანააღმდეგო რუნა განლაგდება. შემდეგ ჯგუფებად: ჯგუფში ჯერ ოთხი რუნა, შემდეგ ექვსი, რვა და თორმეტი (რუნების განლაგების ალტერნატიული მეთოდები). შეისწავლეთ ისინი და მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ასეთ განლაგებებში. თუ ვერ გავიგებთ მათ ურთიერთქმედებას, შეიძლება რეზულტატიც, ყველაზე კარგ შემთხვევაში, არასასურველი მივიღოთ.

შეღებვა (შვედ. „färga“). რუნებს იმისთვის ღებავენ, რომ მათი ძალა გაააქტიურონ. მათ, როგორც წესი, ღებავენ წითლად, ვინაიდან წითელი „მეგინის“ და მაგიის ფერია. წითლად შეღებვა – ეს ერთგვარი აქტივაციაა. ეს ფერი სიმბოლიზირებს სისხლს. ამიტომ ძველ დროში ხშირად იყენებდნენ უშუალოდ სისხლსაც (სიმბოლური რაოდენობით), ან სხვა ორგანულ სითხეს ადამიანის სხეულიდან (ლიმფა, სპერმა და ა.შ.), რისგანაც ამზადებდნენ გასააქტიურებელ ე.წ. ელექსირს. ბევრი მაგი რუნების შესაღებად იყენებდა ბუნებრივ წითელ საღებავს – ხნას. რუნებს შეღებვა მაგიურად მუხტავთ. ძალიან ბევრ ძველ კულტურაში სიტყვები, რომლებიც მაგიას აღნიშნავდნენ, ეტიმოლოგიურად უკავშირდებოდნენ „წითელს“. მაგალითად, გერმანული სიტყვა „zauber“ ნიშნავს მაგიას და ამ სიტყვის ფესვები შეიძლება ვიპოვოთ სიტყვა „teafor“-ში, რაც პირდაპირ „წითლად შეღებვას ნიშნავს“.

შეკითხვა (შვედ. „fresta“). Fresta ნიშნავს „გამოსცადო“. როდესაც მაგიური რიტუალის დროს მაგი რუნებს შეკითხვებს უსვამს და მათგან პასუხს ელის, ის მუდმივად ზრდის მათი გამოყენების შესაძლებლობებს. მანტიკის დროს პასუხები ხშირად ბუნდოვანი და გაურკვეველია, და თუკი მაგი დიდი ხნის განმავლობაში არ ეხება მათ, მისი აღქმისთვის მით უფრო გაუგებარი და ბუნდოვანი ხდება. და პირიქით, თუკი მაგს რუნებთან ხშირი შეხება აქვს, ისინი თითქოს ენერგიით იმუხტებიან და მათი კავშირი ბევრად მყარი და უშუალო, ხოლო რუნების პასუხები ბევრად გასაგები, მათი ძალა კი – გაცილებით საგრძნობი ხდება. სწორედ ამიტომ ბევრი მაგი უფლებას არ აძლევს სხვებს, მისი რუნები გამოიყენონ, და ინახავენ მათ ნაჭრის ან ტყავის ქისაში. თუკი რუნებს ხშირად ვეკითხებით, მათგან სარგებელიც მეტია, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირი გამოყენების შემთხვევაში მათი პასუხები უფრო ცხადი და კონკრეტული ხდება. იმისთვის, რომ სწორი შეკითხვა დავსვათ, არ უნდა ველოდოთ სწრაფი შედეგებს და შეგრძნებებს. რუნები სიმბოლიზირებენ ძალებს, რომლიც აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის შეზღუდულ აღქმას, ნებას და მსოფლმხედველობას. ეს უნდა გვესმოდეს და პატივს ვცემდეთ ამ მოვლენას.

ლოცვა (შვედ. „bedja“): „თუნდაც არასდროს ილოცო, მსხვერპლს ნუ გასცემ უზომოდ, რადგანაც ძღვენზე პასუხს ელიან…“

რუნები სამყაროს ძალებს შეესაბამებიან. რუნული მაგი დასახმარებლად სამყაროს (ან ღმერთებს) მიმართავს, მაგალითად, როგორც გამარჯვების რუნების ჭრის დროს, სადაც ტიურს იხმობენ ორჯერ. მაგს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ძღვენი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, და უნდა ესმოდეს, რომ არაგონივრული იქნება, თუ რუნებს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოიყენებს. მიმართვა დაბალანსებული უნდა იყოს მოსახმობ ძალებთან მიმართებაში. მათ მიმართ უნდა ჰქონდეს პატივისცემა, მაგრამ არა მორჩილება. რუნული მაგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი ოდინია. მიმართვა უნდა იყოს მარტივი და სპონტანური და უნდა ფლობდეს მხატვრულ ღირსებებს. საგებში შეიძლება ისეთი სტროფების პოვნა, რაც ამ სფეროში გამოგადგებათ.

მსხვერპლი (შვედ. „blota“). მსხვერპლის გაღება, ძღვენის გაცემა ან მიძღვნა. მაგი გაიღებს მსხვერპლს ან აკურთხებს (წმენდას უტარებს) ადგილს ან ნივთს, როგორც ძღვენს. ნორდიკულ ტრადიციაში ძღვენი იგივეა, რაც რიტუალის შესრულება (ანუ თვითონ პროცესი, ქმედება, რომელსაც მაგი ასრულებს, უკვე ითვლება მიძღვნად). მაგი ატარებს რიტუალს, რომელიც კონკრეტულ ადგილს ღმერთებთან აკავშირებს. მაგ; იმისთვის რომ რუნულ მაგიაში დახმარება მიიღოთ, ოდინისთვის რამე ღირებული უნდა გასცეთ, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ძღვენი არ უნდა იყოს ზედმეტი, და არც მოლოდინი იყოს ძალიან მაღალი. მაგი გასცემს არა იმიტომ, რომ ღვთიურს ეთაყვანება ან ემორჩილება, არამედ იმიტომ, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს. მსხვერპლის გაღება – ეს იგივეა, რაც რუნების გამოყენებისთვის პატარა ცერემონიის ჩატარება. ყველაზე მარტივ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სანთლის დანთება, არომატული ჩხირების დაწვა და მიმართვის წაკითხვა.

გაცემა (შვედ. „sända“). სიტყვა „გაცემა“-ც ან „გაგზავნა“-ც მსხვერპლის გაღებას მოიაზრებს თავის თავში. მაგი სამყაროში (ღმერთების სამფლობელოში) აგზავნის თავის მაგიურ რიტუალს. შეიძლება დაწვათ ტოტები ან ემბლემები, სადაც დატანილია რუნები, რომლებიც მაგის ნებას გამოხატავენ. კვამლი, ასე ვთქვათ, „აღწევს“ ღმერთებამდე, ხოლო ამ ფორმით „გაგზავნილი“ სურვილი, როგორც ძღვენი ისე აღიქმება. ამ დროს აუცილებელია, რომ მაგმა შეწყვიტოს მასზე ფიქრი. რიტუალის შედეგი დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მაგი მთელ თავის ენერგიას აგზავნის და ივიწყებს მასზე. იქამდე, სანამ მაგის აზრები ამ სურვილის გარშემო იტრიალებენ, ეს რიტუალი შედეგს არ მოიტანს. მის მაგივრად ამას მაგის სულის სხვა ასპექტი აკეთებს, მაგალითად ფიულგა, რომელიც ასტრალულ შრეში გადაიტანს ამ ენერგიას ისევე, როგორც ჰუგინს და მუნინს მიაქვთ ინფორმაცია ოდინისთვის. ძლიერი კონცენტრაციის უნარის შემთხვევაში შესაძლებელია რუნის ვიზუალიზაცია და ამ ენერგიის (სურვილის) აზრობრივად გაშვებაც ეთერულ სფეროში.

შეწირვა (შვედ. „slopa“). ასევე კავშირშია მსხვერპლთან. მაგი რაღაცას ქმნის, რასაც შემდგომ ღმერთებს უტოვებს. ძველად იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც მტრებს „სწირავდნენ“ სიტყვებით „გადაგცემ ოდინს“ (სავარაუდოდ იგულისხმება დასასჯელად). ასე იღებდნენ საბოლოო გადაწყვეტილებას. მაგი, მეორეს მხრივ, ხშირად უკიდურესობებამდე დადის. რუნების გულგრილად გამოყენება არ ღირს. მაგმა პირველ რიგში უნდა ისწავლოს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიუძღვნას თავი, ისევე, როგორც ოდინმა მიუძღვნა იგდრასილის ხეზე. მაგი უნდა აცნობიერებდეს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომ ის თავისივე უმაღლესი „მეს“-სთვის გასცემს მსხვერპლად საკუთარ თავს.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ