რუნები როგორც ენერგიის მატარებლები; ნაწილი I

· რ უ ნ უ ლ ი ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა ᛉ

· ა ვ ტ ო რ ი: ე. ვ ე ბ ე რ ი •

· რუნები როგორც ენერგიის მატარებლები – I ნაწილი •

გერმანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამდნენ იქამდე, ვიდრე ქრისტიანობას მიიღებდნენ. ისინი იყვნენ გლეხები, როგორც ასეთი, და გამომდინარე აქედან – ბუნებასთან შერწყმული ხალხი.

გერმანები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამდნენ იქამდე, ვიდრე ქრისტიანობას მიიღებდნენ. ისინი იყვნენ გლეხები, როგორც ასეთი, და გამომდინარე აქედან – ბუნებასთან შერწყმული ხალხი. მიწიდან ამოხეთქილ წყალში და მდინარის დინებაში, ბუჩქის ეკლიანობაში და ხეების შრიალში, კლდეებზე მიხეთქებულ ზღვის ტალღებში და თვით უმოძრაო კლდეშიც კი, ისინი გრძნობდნენ იმ ძალებს, რომლებიც მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, და მათგან ზოგიერთში მეგობრულობას და დახმარებისთვის მზადყოფნას ხედავდნენ, ზოგერთში კი მზაკვრულობას და მტრულ განწყობას. შესაბამისად, ისინი ამ ძალებს ყოფდნენ “კეთილგანწყობილ” და “არაკეთილგანწყობილ” ძალებად. გამომდინარე აქედან მათთვის, სამყარო იყო სულიერი, ყველა მისი გამოვლინებით.

ამ სულიერი სამყაროს გამოხმაურება, თუ დააკვირდებით, დღესაც იგრძნობა ზოგიერთ სოფელში, როდესაც იქ მცხოვრებ მოსახლეობაში ვაწყდებით ისეთ ძველ ადათებს, სადაც მოსახლის გარდაცვალების შესახებ ამცნობენ შინაურ ცხოველებს და ხეხილს საკუთარ ბაღში. სკანდინავიურ ლიტერატურაში, ეს დამახასიათებელი თავისებურება კარგად ჩანს “ბალდრის სიზმრებში”, სადაც: შეშფოთებული დედა, ყველა არსებისგან და სუბიექტისგან, მათ შორის ლითონისგან და ქვებისგან, იღებს ფიცს, რომ მის შვილს ზიანი არ მიაყენონ.

ის, რასაც გააჩნია სული და, შესაბამისად, შეგრძნებები, შეუძლია გავლენა იქონიოს მოვლენებზე სიტყვების, ჟესტების და ნიშნების მეშვეობით. სათანადოდ შერჩეული სიტყვის ძალის ასეთი დამაჯერებელი და თვალნათელი ახსნა, 1919 წ.-დან მოყოლებული, უკიდურესი დამცირებისა და უძლურების ფონზე, ამ ხალხის ახალი აღმასვლის წინაპირობა იყო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ძველ გერმანებს ღრმად ჰქონდათ გამჯდარი რწმენა იმის შესახებ, რომ სიტყვების, ჟესტების და ნიშნების გაერთიანება განსაკუთრებულ ძალას ატარებდა. ამ ტრიადის მნიშველობას, ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხავმდე, კარგად აღწერს ტაციტი, სადაც კენჭისყრით იგებდნენ “პასუხებს ღმერთისგან” (შენიშვ,. საუბარია მანტიკაზე). ამის შესახებ, 1939 წელს სწორად აღინიშნა: “თუმცაღა, სიტყვა ნელდება, ქმედება კი დავიწყებას მიეცემა; მხოლოდ დიდი ძალისხმევით თუ ახერხებენ ფოლკლორისტები ხალხური ადათებიდან უძველესი ბირთვის გამოვლენას, მაშინ, როცა რუნები დღემდე უცვლელი რჩება და ასობით წლის შემდეგაც კი ნათლად გადმოგვცემენ გერმანების წინაპრების საზრუნავსა თუ საჭიროებებს.”

უფროს ედაში „სიმღერა რიგრზე“, მოგვითხობს ყმაწვილ კონზე (კონუნგ):

43. En Konr ungr kunni rúnar, ævinrúnar ok aldrrúnar; meir kunni hann mönnum bjarga, eggjar deyfa, ægi lægja.

44. Klök nam fugla, kyrra elda, sefa of svefja, sorgir lægja, afl ok eljun átta manna.

სადაც, ჩანს, რომ ახალგაზრდა კონუნგი ფლობს რუნების ცოდნას, მაგრამ ამ ცოდნაში იგულისხმება მათში ჩადებული ძალის მართვის უნარი და არა მათი წერა-კითხვის ცოდნა. ამ ცოდნის ფლობისთვის ბევრი ისწრაფოდა.

ზუსტად ასევე, ვალკირიას გამოღვიძების სიმღერაში მოთხრობილია, რომ სირგდრიფამ აიღო რქა და სიგურდს სიბრძნის სასმელი გაუწოდა:

5. «Bjór færi ek þér, brynþings apaldr, magni blandinn ok megintíri; fullr er hann ljóða ok líknstafa, góðra galdra ok gamanrúna.

აქაც რუნები ემსახურებიან არა სიტყვიერად, არამედ ენერგიით დამუხტული სიმბოლოებით, რომლების გამოიყენებოდა, როგორც თავდაცვისთვის, ასევე განადგურებისთვის. სკანდინავების ასეთი აღქმა გერმანულში ჟღერს შემდეგნაირად „გასცე რაიმე, ვინმესთვის“. ამ გამოთქმის თავდაპირველი მნიშვნელობა კი ასე გამოიყურებოდა: „რუნების ჭრის მეშვეობით, ვინმეს მიაგებო ან მიუზღვიო რამე“.

რუნების ამდაგვარი გამოყენების თვალსაჩიო ნიმუშია „საგა ეგილზე“. მდიდარი და წარჩინებული გლეხი, ცნობილი, როგორც სკალდი და ვიკინგი, იძულებული იყო ნორვეგიიდან გაქცეულიყო კონუნგ ეირიკისგან (მეფე – ცნობილი, როგორც „სისხლიანი ჩუგლუგუ“) და მისი მეუღლისგან თავის დასაღწევად. მაშინ მან კაკლის ხის ბოძი დაარჭო კლდის თავზე მდებარე ნაპრალში ისე, რომ მთლიანად გადმოწეულიყო კლდიდან, შემდეგ ამ ბოძის თავზე დაამაგრა ცხენის თავი და წარმოსთქვა წყევლა. შემდეგ ცხენის თავი მოატრიალა მათი მიმართულებით და ბოძზე დამატებით რუნები ამოჭრა, იმ მოტივით, რომ ეს წყვილი ქვეყნიდან გაეძევებინათ. ამ ეგილზე ყვებიან, რომ ერთხელ ის ერთ გლეხთან მივიდა სტუმრად და გაიგო, რომ მისი ქალიშვილი ძალიან ავად იყო. ის მიხვდა, რომ მისი ეს მდგომარეობა მაგიური ზეგავლენის ბრალი იყო, რის შემდეგაც ქალის საწოლის ქვეშ აღმოაჩინა თევზის ძვალი, რომელზეც რუნები იყო ამოკაწრული. ის, ვინც ეს რუნები დაკაწრა, აღმოჩნდა მეზობლის გლეხის ბიჭი, რომელიც რუნულ ხელოვნებაში ცუდად ერკვეოდა და სასიყვარულო რუნების მაგივრად, შემთხვევით, ავადმყოფობის რუნები ამოჭრა. ეგილმა რუნები გაანადგურა, რითიც ასევე გაანადგურა მისი მაგიური ზემოქმედება, და მის მაგივრად წარმატების და კეთილდღეობის რუნები ამოუკაწრა, რის შემდეგაც გოგონა მალევე გამოჯანმრთელდა და გამოცოხლდა. მან ასევე გააფრთხილა იმის შესახებ, რომ არავინ არ უნდა ამოჭრას რუნები ისე, თუ მათი მნიშვნელობა მისთვის უცნობია.

ამ შეხედულებიდან გამომდინარე, რუნები არის ნიშნები, რომელსაც გააჩნია ძალაუფლება, რომლის ფლობაც მის მცოდნეს განსაკუთრებულ ზე-ძალას ანიჭებს. მას, ვისაც აქვს გარკვეული რუნა (ან რუნები), დაცულია საფრთხისგან ან უნარი აქვს მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს. ამავე დროს, ამ ხელოვნებაში გათვითცნობიერებული ადამიანის ხელში რუნები თავს ავლენენ, როგორც იარაღი და ამ იარაღის გამოყენების უძლიერესი საშუალება. ამის დემონსტრირება, სხვათაშორის, თვალნათლივ ჩანს ედაში „სკირნირის გამგზავრება“, სადაც სკირნირი თავისი ბატონის – ფრეირის სარძლოს მამასთან, გოლიათ გერდესთან შუამდგომლობს, მისი ხელის სათხოვნელად. ვინაიდან ამაყი ქალიშვილი უკარებას როლს თამაშობდა, ხელის მთხოვნელი უამრავი მეთოდით ცდილობდა მის მწყობრიდან გამოყვანას და ბოლოს და ბოლოს შესძახა:

36. Þurs ríst ek þér ok þría stafi, ergi ok æði ok óþola; svá ek þat af ríst, sem ek þat á reist, ef gerask þarfar þess.»

(თარგ,. „ვჭრი რუნებს – „ტურს“-ს და კიდევ სამს: მრუშობა, სიგიჟე და შფოთი, და გავანადგურებ მხოლოდ მაშინ, როცა მე მომინდება“).

ამ მუქარის შემდეგ უკარება ქალიშვილი ბოლოს და ბოლოს დათანხმდება მას ფრეირთან გაყოლაზე. ლექსში ჩანს, რამდენად ძლიერ დამანგრეველ ძალად თვლიდნენ რუნებს შუასაუკუნეებში.

რუნების მაგიური ძალის რწმენა, სკანდინავიურ ქვეყნებში, დღემდე შემორჩენილია, რასაც არაერთი თანამედროვე სკანდინავიური სიმღერა თუ ლექსი ადასტურებს. აქვე გავიხსენებ ერთ სიმღერას “Herrn Tönne”, რომლის რევერსული რითმა შემდეგნაირად ჟღერს: „ის, ვისაც კარგად შეუძლია დააწყოს რუნები“. ჩვენი არსებობის ისტორიის ეს გვერდი დღევანდელ დროშიც დიდი მიზიდულობის ძალით და ინტერესით სარგებლობს არაერთი გულისთვის, ვინაიდან ის ადამიანის წარმოსახვას ბევრად დიდ გასაქანს და სივრცეს უქმნის, ვიდრე ფუტარკის გამოყენება მხოლოთ წერითი მიზნებისთვის. ზემოთხსენებულ ვალკირიის სიმღერაში სიგრდრიფზე, ის ეუბნება სიგურდს, რომელმაც გამოაღვიძა:

6. Sigrúnar skaltu kunna, ef þú vilt sigr hafa, ok rísta á hjalti hjörs, sumar á véttrimum, sumar á valböstum, ok nefna tysvar Tý.

7. Ölrúnar skaltu kunna, ef þú vill annars kvæn véli-t þik í tryggð, ef þú trúir; á horni skal þær rísta ok á handar baki ok merkja á nagli Nauð.

(თარგმ,: გამარჯვების რუნები, ვინაიდან მისკენ ისწრაფი, გამოჭერი ხმლის ვადაზე და ორჯერ აღნიშნე „ტიური“ სახელით! ПIВ -ის რუნები შეიცანი, რომ ტყუილის არ შეგეშინდეს! დაიტანე ის რქაზე, ხელზე დაიხატე, რუნა ნაუდი კი – ფრჩხილზე).

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ