რუნებთან მუშაობის წესები

  • 1. რუნები არანაირ კავშირში არ არიან მთვარის ფაზებთან. მათი დატანა შეიძლება ნებისმიერ დღეს, თვეს და წელს. ასევე არსებობს ფორმულები, რომლებიც კონკრეტულ დროს უნდა დაიტანოთ, როგორც წესი ასეთ ფორმულებს მოყვება ინსტრუქცია.
  • 2. რუნებს კავშირი არ აქვთ სხვა ეგრეგორებთან, მაგრამ არც კონფლიქტში არ შედიან მათთან. გამონაკლისს წარმოადგენენ რუნები და ჩრდილოური ტრადიცია – ისინი ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც კარგად მუშაობენ.
  • 3. რუნების დატანა შესაძლებელია ნებისმიერ მასალაზე, იქნება ეს ქაღალდი, ხე, ქვა, ტყავი, ძვალი, შუშა და ა.შ.
  • 4. რუნების დატანა შესაძლებელია ნებისმიერი ფერით.
  • 5. რუნების დასატანად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველანაირი მასალა – კალამი, საღებავი, ტუში, ნახშირი ცრემლიც კი (შეიძლება ჰაერში ხელის მოძრაობითაც).
  • 6. რუნების დახატვა შეგიძლიათ სახაზავის, ტრანსპორტირის და ცირკულის გარეშე (ძველად ეს ხელსაწყოები არ ჰქონდათ).
  • 7. იმისთვის, რომ რუნებმა იმუშაონ, უნდა დაიცვათ ალგორითმი: დატანა – მიმართულების მიცემა – აქტივაცია – გაშვება. მიმართულების მიცემა – ნიშნავს რუნებს მისცეთ დავალება, მიზანი, რაზეც მუშაობა მოუწევთ. აქტივაცია – ნიშნავს „ღილაკის დაჭერას“, რომ ვენტილატორმა ტრიალი დაიწყოს. გაშვება – ნიშნავს ხელი აიღოთ ამ „ვენტილატორისგან“, რომ მუშაობაში ხელი არ შეუშალოთ.
  • 8. რუნებს უყვართ სიზუსტე – მიმართულება უნდა იყოს ზუსტი, კონკრეტული, ტევადი და მაქსიმალურად მოკლე. მაგალითად, თუკი თქვენ მოგინდათ შუბი, რომელიც ამ დილით ნახეთ სადღაც, ასეც უნდა თქვათ, ყველანაირი ბუნდოვანი ფორმულირების და ალეგორიების გარეშე, თუკი, რა თქმა უნდა, არ იყენებთ (ან არ ქმნით) ვისებს.
  • 9. რუნებისთვის მიმართულების მიცემა შესაძლებელია ვისებითაც – ვისაში იგულისხმება გარკვეული ზომის ალეგორიული ტექსტი, რომელიც გადმოცემულია რითმში. ლექსები არ ითვლება ვისებად, რაც არ უნდა მაღალფარდოვნად ჟღერდეს.
  • 10. რუნების აქტივაცია შესაძლებელია უამრავი მეთოდით, მაგრამ მათგან ყველაზე ადვილია: სუნთქვით (სულის შებერვით), ცეცხლით, ოთხი სტიქიით, რომელიმე სკანდინავიური ღმერთის ძალით (რიტუალით). სუნთქვით აქტივირება ხდება მხოლოდ იმ ფორმულების, რომელიც სასიკეთოდაა შექმნილი, სხვა ყველაფრის დანარჩენი მეთოდებით. „ღმერთების ძალით“ ერთხელ გააქტიურებულ ფორმულას განახლება არასდროს დასჭირდება – ყოველთვის იმუშავებს. სხვა შემთხვევაში, თუ როდის დასჭირდება განახლება – გაარკვიეთ დიაგნოსტიკით.
  • 11. რუნების გაშვებას ვახდენთ მარტივად – უბრალოდ ვივიწყებთ ფორმულის არსებობას. თუკი გონების მართვა კარგად გამოგდით, ფორმულის სამუშაო თემა, აზრობრივად, პრიორიტეტულიდან ფონურზე უნდა გადაიყვანოთ – ანუ, თქვენ იცით რომ რუნებს მიყავთ ეს საქმე, ამიტომ ბოლომდე უნდა ანდოთ მათ და სისტემატიურად არ იფიქროთ ამ თემაზე, ზუსტად ისევე, როგორც არ ფიქრობთ ჭიქაზე, რომელიც თქვენს სამზარეულოში დგას.
  • 12. რუნების დეაქტივაცია უნდა მოახდინოთ მყისიერად, როგორც კი ისინი თავის საქმეს შეასრულებენ – არ შეიძლება გელაგოთ ფორმულების დასტა, როგორც დილის პრესა. რუნების დეაქტივაცია შეიძლება უამრავი მეთოდით, მათ შორის ყველაზე მარტივებია: დაწვა, მარილის მოყრა დაწვამდე, იმისთვის რომ განმუხტვა მოხდეს, მიწაში ჩამარხვა, ჩამობანა ან წაშლა, შელოცვა (იგივე მიმართულების მიცემა).
  • 13. დაწვით დეაქტივირდება ქაღალდის და ხის მატარებლები, ვწვავთ მადლიერებით და ვატანთ ჰაერს.
  • 14. ჩამობანით დეაქტივირდება სხეულზე დახატული რუნები – ჩამოვიბანთ და მადლობას ვუხდით.
  • 15. მიმართულების მიცემით დეაქტივაცია ხდება ამგვარად: თავდაპირველი მიმართულების დროს ვუთითებთ ფორმულის დასრულების ზუსტ დროს – ამ დროს ის მუშაობას წყვეტს. ამის შემდგომ რუნებს ვანადგურებთ ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდით, აუცილებელი არ არის ეს მაშინვე მოხდეს.
  • 16. თუკი შედეგის დადგომის და რუნების მუშაობის დასრულების შემდგომ მათ დეაქტივაციას არ მოახდენთ, იწყება უკუქცევა და რუნები საპირისპიროდ იწყებენ მუშაობას – ენერგეტიკი ისრუტავს ძალებს და, მაგალითისთვის, თუკი ფორმულა გქონდათ სიმდიდრეზე, იგივე ფორმულას შეუძლია შეგიწყვიტოთ ფინანსური რესურსები.
  • 17. მიმართულებას ყველა თვითონ ადგენს, მორგებულს საკუთარ თავზე და სიტუაციაზე – შაბლონების გამოყენება სასურველი არ არის. მიმართულების ან ვისას წაკითხვა შეიძლება დაწერილი ფურცლიდან, კომპიუტერიდან, ტელეფონიდან – საიდანაც გინდათ.
  • 18. რუნები მუშაობენ მაქსიმალურად პირდაპირი მიმართულებით, წინააღმდეგობების დაძლევით, მიზნის ბოლომდე გატანით და გადავლით, რაც გზად შეხვდებათ, ეს რომ თავიდან ავიცილოთ, გზის მითითება, დაკონკრეტება უნდა მოხდეს მიმართულების მიცემის დროს – წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვაზე მიმართული ფორმულით შეიძლება მიიღოთ მოტეხილი ფეხი გზაზე გადასვლის დროს, რომელმაც „დაგიცვათ“ სამსახურში მომხდარი სკანდალისგან, რის შედეგადაც სამსახურს დაკარგავდით. ამიტომ, მიმართულება მიეცით სწორად და გამართულად.
  • 19. ერთ მატარებელზე შესაძლებელია მაქსიმუმ 4 ფორმულის დატანა, ისიც ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოდიოდნენ ერთმანეთთან – მეტი უკვე გადაჭარბება იქნება.

როგორ მივცეთ მიმართულება

ფორმულის აქტივაციის ალგორითმი (ნიმუში):

1. მე ვააქტიურებ მოცემულ რუნულ ფორმულას:

რითი – ვარიანტები:
– საკუთარი სუნთქვით
– ცეცხლით
– ამა და ამ ღმერთის სახელით (აქ აუცილებელია რიტუალის ცოდნაც)
– ოთხი სტიქიით

2. იმისთვის, რომ… (ვარიანტები):

– გავზარდო ან მოვიზიდო (შემოსავალი, წარმატება, მომხიბვლელობა და ა.შ.)

ან

– გავანადგურო და გავწმინდო (ბლოკები, სხვისი ან საკუთარი ნეგატიური პროგრამები, ბარიერები და ა.შ.)

და სხვა

3. მოცემული რუნული ფორმულა მუშაობს (ჩემი, ან სხვისი) ჯანმრთელობის დაუზიანებლად (ფიზიკური, ფსიქიკური, მატერიალური და ა.შ. ზიანის გარეშე).

4. მოცემული რუნული ფორმულა მუშაობას იწყებს ამა და ამ დროს (ვარიანტები: გააქტიურებისთანავე ან ცეცხლით გააქტიურების შემდეგ და ა.შ.) და მუშაობას წყვეტს ამა და ამ დროს (ვარიანტები: როდესაც დავწვავ/ჩამოვიბან მადლიერებით, მუდმივად ან კონკრეტულ თარიღამდე).

5. ამა და ამ ღმერთის სახელით (იმ შემთხვევაში, თუ მათი სახელით ააქტიურებთ) – დაე იყოს ასე!

დაიცავით ეს ხუთი პუნქტი და მიმართულებაში მიუთითეთ რაც გინდათ, ოღონდ იმ რუნების ან ფორმულის მიხედვით, რისთვისაც შექმნილია.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ