რუნა Eihwas (ej/y) ეივაზ

ეივაზი ითარგმნება, როგორც ურთხელი. ურთხელი ითვლება სიკვდილის ხედ, რადგანაც მისი ნაყოფი სასიკვდილო შხამს შეიცავს. ხანდახან სამყაროს ხესთან, ისევე როგორც იფანს და მუხას, ურთხელსაც აიგივებენ. თავისი თვისებების გამო, მისგან საუკეთესო ისრის ტარები გამოდიოდა.

აღწერა

…………………………………………………………..

ეივაზი ძალიან მჭიდრო კავშირშია სიკვდილთან, გამოუვლენელი სამყაროს კანონებთან, ნავისთან (ნავი – „სიკვდილი“, ან სული, გარდაცვლილის უხილავი არსი), ამ სამყაროში გადასვლასთან, ქვეცნობიერთან. თუკი იერ მიდგარდი და წრეზე სიარულია, ეივაზი ღერძია სამყაროს ხის და მასზე მოძრაობა ზევით და ქვევით. ეივაზის ქმედება ჩრდილოური ტრადიციის კლასიკური ინიციაციის ფორმაა სიკვდილის გავლით (სიკვდილის მიღებით), ეს არის შამანის რიტუალი და სეიტის სიმღერა (Vardlokkur – გალდრის ერთერთი სახეობა და მაგიური სიმღერაა, რომელსაც სეიტი ტრანსში გაჰყავდა და მის სულს მიმართულებას აძლევდა).

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები

…………………………………………………………..

მანტიკაში ეივაზი შეიძლება ნიშნავდეს შეხვედრას „მიღმიერთან“, სიზმრებს ან ხილვებს, ნავის კანონების გამოვლენას, სიკვდილს, ინიციაციას. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეივაზი შეიძლება გარკვეულწილად საფრთხეს წარმოადგენდეს, ვინაიდან ყველა არ არის მზად მსგავსი მოვლენებისთვის და შეხვედრებისთვის, ამისთვის არსებობენ შამანები და სეიტები. ამიტომ, ამ რუნასთან დაკავშირებით სჯობს მათ მიმართოთ.

მაგიაში ეივაზი გამოიყენება ქვეცნობიერთან მუშაობის, ან ნავისთან ურთიერთობის დროს, ასევე შამანური და სეიტური „მოგზაურობისას“, და ცნობიერი სიზმრებისთვის. გარდა ამისა, ეივაზი იდეალურია გარდაცვლილ ადამიანთა სულებთან საკონტაქტოდ (გავიხსენოთ თუნდაც „უფროსი ედას“ ყველაზე ცნობილი სიმღერა – ვოლვას წინასწარმეტყველება, სადაც ოდინი დროებით „აცოხცლებს“ ვოლვას, იმისთვის რომ კითხვები დაუსვას მომავალზე). ეივაზის გამოყენება შეიძლება, როგორც წყევლაც. მცოდნე ადამიანის ხელში, ის შეიძლება სასიკვდილო იარაღადაც იქცეს, ისევე როგორც ურთხელის შხამიანი ნაყოფი.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ