კარლ დიდის ლიტერები

შუასაუკუნეების ერთერთი ყველაზე სადავო ალფავიტი.

ორი სიტყვით. მეფე კარლ დიდი, იგივე შარლემანი, იყო გაუნათლებელი ადამიანი. მას არ შეეძლო არც წერა, არც კითხვა. სამეფო ბრძანებებზეც კი ხელმოწერის ნაცვლად ჯვარს სვამდა, თავისი მდივნის ხელმოწერის გვერდით.

ყველა ის ღირსება, რაც მას მიეწერება – ცალსახად მისი ბიოგრაფების დამსახურებაა, კერძოდ კი ბერი ეინჰარდის (ან ეგინჰარდი), რომელიც ყველანაირად ცდილობდა კარლი, როგორც მიწიერი ღმერთი, ისე წარმოეჩინა. იმ დროს ასეთი ტენდენცია იყო.

ამიტომაც კარლს იცნობენ, როგორც ნაკითხს, განათლებულს… და ასევე მის სამეცნიერო ნაშრომებს, მიგნებებს, ალფავიტებს, გამოგონებებს… რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ იმ გარემოების ფონზე, როცა მას ხელისმოწერაც კი არ შეეძლო.

ალფავიტი, რომელიც „კარლ დიდის ლიტერები“-თ არის ცნობილი, სინამდვილეში – „წითელი ღვინის ფეიას“ ალფავიტია, ძალიან ძველი გალური ხელნაწერი, რომელიც გარშემომყოფების გასაბრუებლად დაიწერა.

ვინც ეს განძი მოიპოვა, ლიტერებს თავისი მნიშვნელობები მიაწერა, თუმცა ის „გამაბრუებელი“ უნარი მაინც დაუტოვა, რომელიც ხალხს აიძულებს ოპერატორში (ადამიანი, ვინც ამ ლიტერებს გამოიყენებს) რაღაც ამაღლებული, ღვთიური, მშვენიერი დაინახოს და მისი ნათქვამი მიიღონ უდავო ჭეშმარიტებად, თუნდაც უკანასკნელ სისულელეს ამბობდეს.

აქ მოცემულია კარლ დიდის ვერსია. ალფავიტი განკუთვნილია მოლაპარაკებებზე, შეთანხმებებზე, საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე და ხელშეკრულებების დადებაზე. იდეალურია ბიზნესისთვის. რიგი უმეტესად „ასოციაციურია“. ნიშნები ძალიან მსუბუქად და ძალდაუტანებლად ჯდება მარტივ ლოგიკაში, მაგ: „აი ეს ადამიანები, ეს ხაზები, ეს დაფა, ეს კიდევ ჩვენ – ვხრით კონსტრუქციას და „პაიკები“ მაგიდიდან ვარდებიან, ან მათი პოზიცია სუსტი და არამყარი ხდება“.

1. ფინანსების და ძალაუფლების ზღვარის დაჭერა რაღაც N-რაოდენობის დონეზე და არავითარ შემთხვევაში ნაკლებზე, ნებისმიერ ფასად.

2. რაღაცაში უფრო მაღალ დონეზე გადასვლა, საფეხურით მაღლა ასვლა.

3. ფული, ყველაფერი მატერიალური.

4. ანკესი, ადამიანის წამოგება რაღაცაზე, ან ჩათრევა რაღაცაში. იდეალურია შანტაჟისთვის ან საქმეში მოსაზიდად.

5. ერთპიროვნული მართვა, საკუთარი თავის წამყვან ფიგურად გამოცხადება. მონოგრამის ნაწილი.

6. გაცემა და ჩაბარება; ვალის, მასალის, საქონლის, ნებისმიერ რამის.

7. ფანატიზმი, ბრმა და უპირობო.

8. 9. 10. 11. 12. 13. – მოლაპარაკებები და ურთიერთშეთანხმებები. ჯვრის ფორმის ლიტერები საჭიროა მოლაპარაკებების დროს, სადაც პარტნიორებს შორის ინტერესების და ფინანსების კვეთა უნდა მოხდეს. წრეებით მონიშნული ხაზები – მხარეებია, რომელთაც ჩვენ ვაძლევთ ძალაუფლებას და გადაწყვეტილებების მიღების უფლებას, ბოლოში აღნიშნული ხაზები კი – დაბლოკილი წევრები არიან, რომელთა აზრიც არ უნდა იყოს გადამწყვეტი მოლაპარაკებების დროს. ამასთან, სწორად გამოსახული ჯვრები – სამართლიანად ანაწილებენ ძალებს, ხოლო „იქსები“ წონიან კონკრეტულად რომელიმე მხარეს.

14. იმისთვის, რომ ყველაფერი დალაგდეს იდეალურად. რომ ცერემონიებმა, მიღებებმა ჩაიარონ შემთხვევითობების და უხერხულობების გარეშე, და იყვნენ გამარჯვების მომტანნი. რომ წვეულებაზე მოსული სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ და მასპინძლის ყველა თხოვნა შეასრულონ.

15. 16. 17. ჰარმონიული კავშირი ინტრიგების გარეშე, ნდობა.

18. მაღვიძარა – პროცესების გამანაწილებელი და „თაიმერი“. ეხმარება დროის ეკონომიაში, აბეზარი მათხოვრებისგან თავის დაღწევაში, ყოველდღიური შეხვედრების ზუსტად დაგეგმვაში და საქმის დროულად გაკეთებაში.

19. გადასცე ინფორმაცია და აუცილებლად მიიღო პასუხი. წარმატებული მიმოწერისთვის, ხარვეზების და შეფერხებების გარეშე. მიმოწერის და მოლაპარაკებების დაცვისთვის, რომ არ იყოს წყვეტა – შემთხვევითობების, ამინდის, ჩავარდნების, ცუდი კავშირის ან კურიერის გამო. საიდუმლო შეტყობინების დროულად და შეუფერხებლად მიწოდება.

20. „ჰერალდი და დაფდაფები“. ხალხს აცნობს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ბრწყინვალეა ოპერატორი, ეხმარება მსმენელებს ჩაუნერგოს, რომ მათ წინ დიდებულების და კეთილშობილების განსახიერებაა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ოპერატორი მათ წინაშე გამოვა და სიტყვით წარსდგება. იწვევს საზეიმო განწყობას.

21. მოძრაობა, გზა.

22. სამხედრო პირი.

23. „სამეფო ტახტი“. მმართველის (შეფის) გამოკვეთა.

24. „ფრიად სასიამოვნოა მეფეო“. სათნოების, ღვთისმოსაობის, კეთილგანწყობის ჩვენება, ჯილდოს გაცემა, შთაბეჭდილების მოხდენა და წარმოდგენა ოპერატორზე, როგორც ყველაზე ბრძენ, სამართლიან და გულმოწყალე ადამიანზე. კეთილშობილის როლის წარმატებით შესასრულებლად.

………………………………………….

კარლ დიდის ლიტერებს არ გააჩნიათ აქტივაციის ან დეაქტივაციის საკუთარი მეთოდი, შესაბამისად მათი გამოყენება მოხდება სტანდარტულად.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ