გლიფები შექმნილი იქნა ნეკრო-სამყაროში და მიეკუთვნება “სწრაფ” მაგიას. ისინი იხატება ისევე, როგორც რუნები, ხდება მათი გააქტიურება სიტყვიერი შეთანხმებით (აქტივაციის ტექსტით, როგორც რუნებს ვააქტიურებთ). სასურველია სათითაოდ დახატვა, თუმცა გლიფები ყველაფერთან მეგობრობენ.
- მაშეტი – მიზანი. ფოკუსირება მიზანზე, ალბათობის ხაზების შემოყვანა, არასაჭიროების მოკვეთა. მისი გამოყენებისას იქმნება ერთგვარი დამცავი ბუდე (კოკონი). თქვენ მიდიხართ მიზნისკენ და ვერავინ გადაგახვევინებთ გზიდან.
- იიუუ – სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფიზიკური განახლება. ამძაფრებს აღქმას, გრძნობათა ორგანოებს. მისი დახმარებით შესაძლებელია ორგანიზმის სხვადასხვანაირად მოწესრიგება/დარეგულირება.
- კხა – სულის გავლენა მატერიაზე. უფრო წმინდა საბრძოლო გლიფია, პლაზმის მსგავსი.
- ვებრუ – სტაბილურობა, მყარი მდგომარეობა, მაგრამ ამავე დროს მოქნილი. თქვენ ლავირებთ ალბათობებში, როგორც წყლის ნაკადი.
- ფეე – დესტაბილიზაცია, ქაოსი. კავშირების გახლეჩა, ალბათობების დაშლა.
- ლაა – აქტიურობა და წინსვლა.
- ნუდო – ინფორმაცია. ასუფთავებს ყველაფერს, რაც ხელს გიშლით ინფორმაციამდე მისვლაში.
- რეკო – შეტევა, განადგურება. მის მეშვეობით გაატარებთ იმას, რაც უნდა განადგურდეს.
- მისი – დაცვა და მომართვა საჭიროზე და საძიებელზე. რბილად მიგანიშნებთ ყველა შესაძლო ვარიანტსა და სიტუაციაზე, რომელიც გამოგადგებათ.
- იო – შემგროვებელი, კონტური, რომელიც გამოკვეთს იმას, რასაც მიუთითებთ.
- ტარლეფი – გარდამავალი წერტილი ან ტრანსფორმაცია, ის წამი, როდესაც არც ცოცხალი ხარ, არც მკვდარი, არც თეთრი და არც შავი.
- დიჰალი – განახლება, გაწმენდა, გადატვირთვა.
- ვეტი – სტიქიები. ნებისმიერი სტიქიისა და ქვესტიქიის “სწრაფი აკრეფა”.
- არეტი – გადახლართვა, კომპონენტების ერთ მთლიანობად შეკვრა.
- ბელი – საშინელება, პარალიჩი, ვამპირიზმი. აყრუებს მტერს და შიშის ზარს სცემს.
- ჰატო – ოსტატობა, სინატიფე. რაიმეში იდეალის მიღწევა.
თითოეულ გლიფს უკვე ჩადებული აქვს თავისი მნიშვნელობა და სხვანაირად ის არ იმუშავებს! იმუშავეთ ისევე, როგორც რუნებთან,
აქტივაციის ტექსტის მაგ: – “დაე, გლიფების ძალით ეს ფორმულა…”
ნანახია: 31