1. Algiz-Laguz-berkano-Sowilo – სამკურნალო ფორმულა, აქცენტი ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე. გამოყენების კარგი რეზულტატები აქვს; შიშები, დეპრესია, ობსესიური (აკვიატებული) მდგომარეობა არა მხოლოდ ქრება, არამედ მათ მაგივრად ადამიანი ივსება სიმშვიდით და თავდაჯერებულობით. ამ წყობით შექმნილ ამულეტს შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს წამლები (ანტიდეპრესანტები), აქრობს შიშებს და ფობიებს, მატებს საკუთარ თავში და ძალებში რწმენას, საშუალებას გაძლევთ დასძლიოთ წინააღმდეგობები.
2. Algiz-Laguz-Uruz-Sowilo – აქ ლაპარაკია უშუალოდ დეპრესიის მკურნალობაზე, მკვეთრად გამოხატულ ფობიებზე. გარდა ამისა, საშუალებას გაძლევთ, არა მხოლოდ მოერიოთ პრობლემას, არამედ ამისთვის მოქმედება დაიწყოთ, იმუშავოთ საკუთარ თავზე. ისევე, როგორც პირველი ფორმულა, ეს ფორმულაც აქრობს შიშებს და ფობიებს, მატებს საკუთარ თავში და ძალებში რწმენას, საშუალებას გაძლევთ დასძლიოთ წინააღმდეგობები. საკმაოდ ძლიერი ანტიდეპრესანტია.
3. Algiz-Laguz-Kenaz-Sowilo – ეს ფორმულა აქცენტირებულია ობსესიურ მდგომარეობაზე, მკვეთრად გამოხატულ ფობიებზე და ჰალუცინაციებზე.
ამ ფორმულას აქვს მეორე გამოყენებაც – მხედველობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს პირველ რიგში ეხება “შინაგან ხედვას” (ცუდ შემთხვევაში, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, ჰალუცინაციებს და ხილვებს). თუ ამ ფორმულას ამ მიმართულებით გამოვიყენებთ, შემდგომში, დამატებით Ehwaz-Laguz-Kenaz-Mannaz წყობით, შესაძლებელია “მესამე თვალის გახსნა” (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებული პრობლემები აღმოფხვრილია).
(გააქტიურება სტანდარტულად)