კანო (იგივე კენაზ -Kenaz) ითარგმნება, როგორც ჩირაღდანი ან წყლული. ერთი შეხედვით ამ ორ ცნებას შორის თითქოს არაფერია საერთო, მაგრამ თუ მეტად დავაკვიდებით მათში საერთო ფუნქციას დავინახავთ.
აღწერა
………………………………………………………………..
კანო ჩირაღდანია, სინათლის გაელვება, რომელიც რეალობის დანახვას უწყობს ხელს. კანოს ფუნქციაა – გამოვლენა, გამჟღავნება, სიმართლის ჩვენება, საკუთარი სინათლის შეტანა რაღაცაში. ასეთივე ფუნქცია აქვს ცეცხლს, რომელიც გვაიძულებს ირიბად ჩვენი ფიქრები არაერთგვაროვანი ღმერთის – ლოკის ფიგურაზე მივმართოთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღის სინათლეში ჩირაღდნის ანთებას არავითარი აზრი არ გააჩნია, ის მხოლოდ წყვდიადშია საჭირო. არსობრივად წყლულის ფუნქციაც იგივეა – გამოავლინოს, გამოამჟღავნოს.
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
………………………………………………………………..
მანტიკაში კანო ნიშნავს გონების განათებას, გამოფხიზლებას, სიცხადეს, გაცნობიერებას, გაგებას, მიზნის პოვნას.
მაგიაში კანო უფრო ხშირად გამოიყენება რაღაც დაფარულის გამოსავლენად, ზუსტად ისეთივე ქმედებით, როგორც წყლულის შემთხვევაში ხდება. ამ მხრივ კანო რაღაცით წააგავს ტურისაზს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ტურისაზი აკეთებს ნახვრეტს, კანო კი მხოლოდ ხსნის და ავლენს. წლული, თავისთავად, უმნიშვნელო დისკომფორტს მოგიტანთ, და თვითონ კანო, როგორც იარაღი, არც ისე ეფექტურია. თუმცა, როგორც ტურისაზის შემთხვევაში, კარგად განლაგებული რუნების კომბინაციაში, კანოს გამოყენება საკმაოდ ეფექტურად შეიძლება. კანოს გამოყენება ასევე შეიძლება დაკარგული ნივთის საპოვნელად, გაურკვეველ საკითხებში სიცხადის შესატანად, საიდუმლოს გასახსნელად.