იერ – წელიწადი. მოსავალი.
აღწერა
…………………………………………………………..
მოსავლიანი წელი გამოხატავს „თესვის“ და „მკის“ ძირითად პრინციპს. ბრჭალებში იმიტომ ზის, რომ ეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმეს არ ეხება. უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, იერ ასახავს სიცოცხლის და სიკვდილის მუდმივ წრებრუნვას, გამოვლინებული სამყაროს კანონებს, ცნობიერებას, მუდმივ წრეზე სიარულს. ერთი სიტყვით, თვითონ რუნა ძალიან ჰგავს „ინს და იანს“. იერ ასევე წარმოადგენს „ტროტის ბორბლის“ იდეის ანარეკლს, მიზეზ-შედეგობრიობის გამოვლენას, რითმიზაციას.
მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები
…………………………………………………………..
მანტიკაში იერ შეიძლება ნიშნავდეს „მოსავლის აღების“ პერიოდს, კონკრეტულ საქმეში შედეგების დადგომას. უფრო გლობალურად, ეს მიდგარდის კანონების გამოვლენაა (ბალანსის კანონი, სიცოცხლის და სიკვდილის მუდმივი მონაცვლეობა და ა.შ.), ჩვეულ რითმში შესვლა, ან რჩევა, რომელიც მიგითითებთ მოცდას, მოთმინებას, ან გეგმის მიხედვით სიარულს.
მაგიაში იერ გამოიყენება ქმედების ციკლურობაში მოსაქცევად, მისი მოძრაობის გასაგრძელებლად მიდგარდის კანონებით. ასევე გამოიყენება იმისთვის, რომ ქმედებამ შედეგი/ნაყოფი გამოიღოს, ყველა მოვლენა უნაკლოდ წარიმართოს, პრობლემების და ჩავარდნების გარეშე.