რუნა Ansuz (a) ანსუზი

ანსუზი ითარგმნება, როგორც ასი (უმაღლესი ღმერთი) ან პირი, ბაგე. ასი – ჩრდილოური ტრადიციის ღმერთების, ორიდან ერთერთ სახეობას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, ანსუზს აკავშირებენ ღმერთ ოდინთან – სიბრძნის, პოეზიის, და გალდრის ღვთაების ასპექტთან. „პირი“ (ბაგე) ამ კონკრეტულ შემთხვევაში მჭერმეტყველების და ორატორული ხელოვნების მნიშვნელობითაა წარმოდგენილი.

აღწერა

……………………………………………………………………..

თუ რუნის თარგმანის ორივე ვარიანტს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანსუზი მჭიდროდ უკავშირდება აზრის და ემოციის დახვეწილად გადმოცემის ხელოვნებას – მჭერმეტყველებით, პოეზიით. ასევე, ასეთის უნარის არსებობას ადამიანში – ანუ შთაგონებას და სიბრძნეს. მასთან პირდაპირ კავშირშია აგრეთვე გალდრის ხელოვნება (მაგიური მიმართულება შელოცვების, ლექსების და სიმღერების გამოყენებით). უფრო გლობალურად თუ შევხედავთ, ანსუზი ასების ძალის განსახიერებაა – წესრიგის ძალა, რომელიც ტურსებს უპირისპირდება.

მანტიკური და მაგიური მნიშვნელობები

……………………………………………………………………..

მანტიკაში ანსუზი შეიძლება ნიშნავდეს ამა თუ იმ საქმეზე ღვთიურ კურთხევას (თანხმობას). ასევე სხვადასხვა სახის წარმატებებს შემოქმედებით და სულიერ სფეროში. კიდევ შეიძლება ნიშნავდეს კონკრეტულად ოდინთან ან მთლიანად ასების ჯგუფთან კავშირს.

მაგიაში ანსუზი გამოიყენება შთაგონების, სიბრძნის, შემოქმედებითი და აზროვნების უნარების გასაძლიერებლად და მისაღებად. ასევე გამოიყენება ასებისგან ან ოდინისგან მფარველობის (ან კავშირის) მისაღებად კონკრეტულ საქმეში (რომელიც, ისევ და ისევ ამ რუნის მნიშვნელობების გარშემო ტრიალებს).

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ