სკანდინავიურ და გერმანულ მითოლოგიაში, ესენი არიან ნორნები – ბედისწერის სამი ქალღმერთი, რომლებიც მართავენ არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ თვით ღმერთების ბედსაც.
მათ შორის პირველი არის ურდ – მოხუცი ქალი, ყველაზე უფროსი და ბრძენი ნორნებს შორის. ის რთავს ნართს ბედის ძაფებისთვის და პასუხისმგებელია წარსულზე.
მეორე – ვერდანდი. ეს შუახნის ქალია, რომელიც სიმბოლიზირებს ქმნადობას და პასუხისმგებელია აწმყოზე, ის ქსოვს ბედის ძაფებს იმ ნართისგან, რომელიც მოუმზადა ნორნა ურდმა.
სკულდ – მესამე ნორნა, გვევლინება ახალგაზრდა გოგონას სახით, ის პასუხისმგებელია მომავალზე, და სიცოცხლის ძაფსაც სწორედ ის წყვეტს, რომელიც ადრე თუ გვიან სრულდება.
ნანახია: 50